რიმა ბერაძე: მოუთმენლად ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, სულ მალე, საბოლოოდ გავაჯანსაღებთ პოლიტიკურ ველს, სადაც აგენტების და ქვეყნის მტრების ადგილი არ არის!

„ჩვენს ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როცა მოგვეცა საშუალება ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ. ქვეყნის მტრები და აგენტები ვეღარასოდეს შეძლებენ ზიანი მიაყენონ მოსახლეობას, ისინი დაიკავებენ კუთვნილ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავის გამოსვლაში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება გადავწყვიტეთ, უარი ვთქვით გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებაზე, უარი ვთქვით სხვის ომში ჩვენი ხალხის გაწირვაზე, მტკიცედ გავაგებინეთ ყველას, რომ გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებზე მიიღება მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, დაიწყო ღია დაპირისპირება ჩვენი ხელისუფლების შეცვლის და ქართველი ერის განადგურების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ძალები გაერთიანდა, ამ პატარა ერმა, რთულ მსოფლიო პოლიტიკურ ქარტეხილებში, მაინც მოვახერხეთ გადარჩენა.

რას არ გვაბრალებდნენ: ხან რუსეთუმეები ვიყავით, ხან ვითომ „რუსულ კანონებს“ ვიღებდით, ხან ქვეყანას ვარუსებდით, ხანაც უკანა ეზოდ ვღობავდით. რა არ დაგვაბრალეს თვითონ უცხოური ძალების აგენტებმა, რომ როგორმე მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი რევოლუციამდე მიეყვანათ“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სისხლიანი რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა იყო და ამისათვის საჭირო კოლოსალური თანხები ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზით შემოდიოდა და სრულიად არ იყო გამჭვირვალე.

„ასეთ ზეწოლას ხშირად ჩვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი ქვეყნებიც ვერ უძლებენ და რამ გადაგვარჩინა ჩვენ? სამშვიდობოზე ქვეყანა ჩვენმა სიმართლემ, უკომპრომისო სიმტკიცემ და ხალხის მხარდაჭერამ გაიყვანა. ყველა ჩვენგანი ვაანალიზებდით, რომ სასწორზე ერის განადგურება იდო და მზად ვიყავით საკუთარი სიცოცხლის ფასად დაგვეცვა ქვეყნის ინტერესები.

ქართველი ხალხი ბრძენია, მას საუკუნოვანი ისტორიული მეხსიერება აქვს და კარგად ცნობს მტერსა და მოყვარეს, ასევე იცის მოღალატეების ცნობა. ჩვენმა ხალხმა დაინახა ჩვენი ეროვნული დამოკიდებულება და გადამწყვეტ, ბოლო ორ არჩევნებში დაანახა მთელ მსოფლიოს სად დგას საქართველო.

საქართველო დგას მტკიცედ, საკუთარი ღირსების, მშვიდობის და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე!
ქართველი ხალხის ამ მხარდაჭერამ, ჩვენმა სიმტკიცემ და ამ ერთობამ გადაგვარჩინა და საშუალება მოგვცა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარების პროცესი. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ შევძელით გაერთიანებული ოპოზიციის სრული ლუსტრაცია, ეს პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე გასულ წლებში“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ეკუთვნის.

„კომისიის დასკვნა დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე. ადამიანები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ რეჟიმს, ფაქტებით ასაბუთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ტოტალიტარული რეჟიმის სიმძიმეს.ყველა მოუთმენლად ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, სულ მალე, საბოლოოდ გავაჯანსაღებთ ქართულ პოლიტიკურ ველს, სადაც აგენტებისა და ქვეყნის მტრების ადგილი არ არის!ჩვენს სიმართლეს კიდევ უფრო ამტკიცებს პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერებისთვის ბრალის წარდგენა. ყველამ მოვისმინეთ ჩანაწერები, სადაც ოპოზიციის ლიდერები ღიად და სიამაყით საუბრობენ იმაზე, როგორ გააქვთ ქვეყნიდან საიდუმლო ინფორმაცია, როგორ დადიან საქაღალდეებით და ითხოვენ ქვეყნისა და მისი ხალხის დასჯას“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762851016

ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებას ეხება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების...

ლევან მაჭავარიანი

1762849314

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კითხვებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს თავად საელჩო

კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საჯაროდ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...

ლევან მაჭავარიანი

1762848578

ახალი ამბები

პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს...

პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო

1762848249

ახალი ამბები

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ც...

დაკავება

1762808077

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება

„რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების შანსებს - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, იქნება რაციონალური გადაწყვეტილება. ახლა, როცა ყველა პოლიტიკური ციკლი ფაქტობრივად დასრულებულია და მომდევნო...

ნინო წილოსანი