ზურაბ ქადაგიძე: ძალიან დიდი ნებისყოფა გვმართებს, რადგან ახლა ყველა გზა მოჭრილია და გვაქვს მხოლოდ ორი ვარიანტი - ან ვბრუნდებით ისევ აგენტოკრატიის პოლიტიკურ ჭაობში, ან რეალურად ვქმნით ახალ, სუვერენულ საქართველოს
„როდესაც საქართველო გადამწყვეტ ეტაპზე დგას, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ის პრინციპები, რომელიც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ქმნის. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრებით, ის შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან - ეკონომიკური დამოუკიდებლობა, პოლიტიკური თვითმმართველობა და საგანმანათლებლო კულტურული ავტონომია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სუვერენიტეტის დაცვა ნიშნავს პარტნიორობას თანასწორობის საფუძველზე - საქართველო არ უნდა იქცეს სადღაც, ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი ექსპერიმენტების პოლიგონად.
„პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა თითოეულ იმ ამომრჩეველს, მილიონ ორასი ათასი ადამიანიდან, რომელმაც 2024 წელს ძალიან მკაფიო არჩევანი გააკეთა ომსა და მშვიდობას, აგენტოკრატიასა და სუვერენულ საქართველოს შორის. მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის და ჩემთვის დიდი პატივია ვიწოდებოდე მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატად. აუცილებლად მინდა მადლობა ვუთხრა „ხალხის ძალის“, ჩემი გუნდის წევრებს. მათთან ერთად წლებია მოვდივარ და მინდა საზოგადოებასაც შევახსენო, რომ გვერგო სერიოზული ფუნქცია, რასაც ჰქვია ყინულმჭრელის პოზიცია - ამაყად ვატარებ ამ გუნდის წევრობის სტატუსს.
ბატონებო, წლებია ყველანი და განსაკუთრებით, ამ მოწვევის პარლამენტს ვგულისხმობ, განსაკუთრებული მისიის მატარებლები გავხდით. პირველ რიგში, როდესაც საქართველო გადამწყვეტ ეტაპზე დგას, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ის პრინციპები, რომელიც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ქმნის. სუვერენიტეტი არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრებით, ის შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან - ეკონომიკური დამოუკიდებლობა, პოლიტიკური თვითმმართველობა და საგანმანათლებლო კულტურული ავტონომია.
სუვერენიტეტის დაცვა არ ნიშნავს კონფლიქტს უცხოეთთან - ეს ნიშნავს პარტნიორობას თანასწორობის საფუძველზე. საქართველო არ უნდა იქცეს სადღაც, ბრიუსელის დერეფნებში დაგეგმილი ექსპერიმენტების პოლიგონად.
ბოლო წლებია მიზანმიმართული, კამპანიური ხასიათი აქვს ამ სამი კომპონენტის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან ვერ გვპატიობენ ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ძალიან დიდ ნაბიჯებს.
შეგახსენებთ როდის დაიწყო ბრიუსელმა საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა - სამი წლის წინ, 75 მილიონის [ვალზე] საქართველოს მთავრობამ არგუმენტირებული უარი და პასუხი რომ გასცა, რადგან იმ კონკრეტულ სეგმენტზე თვითონ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რომ დაეხარჯა თანხები, იყო შესაძლებელი. ამის მერე უკვე პირდაპირ წამოვიდა ზეწოლა და შეგვახსენეს, რომ [უკვე არსებულ ვალს] გარკვეული ვალდებულებებიც მოჰყვებოდა თურმე და ეს ვალდებულებები იყო სასამართლოში პირდაპირ თუ ირიბად ჩარევა.
მეორე კომპონენტია აქ - იმ რაღაც აბსურდული ვეტინგებით და სასამართლოში გარე ჩარევებით უნდა მომხდარიყო პოლიტიკური ოკუპაცია. დიახ, ამას პოლიტიკური ოკუპაცია ჰქვია, როდესაც ჩვენს ნაცვლად სხვა ვინმე, უცხოელი ელჩი ან, რომელიღაც ბიუროკრატი იღებს გადაწყვეტილებას. და მესამე კომპონენტი - სულ ახლახან, როდესაც ძალიან მაგარი რეფორმა დააანონსა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, როგორი მიზანმიმართული კამპანია დაიწყო განათლების რეფორმის წინააღმდეგ. ნეტავ, რატომ? იმიტომ, რომ ის თავსმოხვეული ნეოლიბერალური სიგიჟე, რითაც წლების განმავლობაში იკვებებოდა განათლების სისტემა, უნდა დაინგრეს და დაიშალოს. თუ ვთანხმდებით, რომ რეალური სუვერენიტეტი არის ამ სამი კომპონენტისგან შემდგარი რეალობა, მაშინ ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ.
საუბარი დავიწყე მადლობით და პატივი ვახსენე, ოღონდ, აქ მკაფიო დეტალია, მეგობრებო - ჩვენ ფიცი დავდეთ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლებრივი სახელმწიფოს დაცვისათვის. დიახ, ძალიან დიდი ნებისყოფა გვმართებს იმიტომ, რომ ჩვენთვის ახლა ყველა გზა მოჭრილია. გვაქვს ორად ორი ვარიანტი - ან ვბრუნდებით ისევ აგენტოკრატიაში, პოლიტიკურ ჭაობში, ან რეალურად ვქმნით ახალ, სუვერენულ საქართველოს. გვფარავდეს ღმერთი. დიდი მადლობა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1762852176
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან ლოგიკურია, რომ რადიკალები ახლა ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოსთვის იქიდან გამომდინარე, რომ ისეთ მდგომარეობაში არიან, პულსი ფიზიკურად არ ესინჯებათ
„გვახსოვს, ხელს როგორ გვიშლიდნენ, როდესაც ფორმდებოდა ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას კი, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ, რომ სტატუსი ჩვენთვის არ მოეცათ“...
1762851016
ახალი ამბებიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებას ეხება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების...
1762849314
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კითხვებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს თავად საელჩო
კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა მოხდა რაღაც ბინაში და არა საელჩოში, საჯაროდ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...
1762848578
ახალი ამბებიპოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს...
1762848249
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ც...































