მაგდა მამუკაშვილი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ნებისმიერ ქვეყანაში - „მოლოტოვის კოქტეილს“ კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ ემხრობა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ნებისმიერ ქვეყანაში.

აქვე, ამბობს, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერელიც არსებობს და ხალხს აჯანყების უფლება ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება, შესაბამისად, მისივე თქმით, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას უჭერს მხარს.

„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხალხს აჯანყებამდე მიიყვანს უხიაგი მთავრობა, სადაც კონსტიტუციას გადაიხევენ თავზე და საკონსტიტუციო წესრიგს თავად დაამხობენ, სადაც ხალხის მიერ საუკუნეების წინ არჩეულ საგარეო კურსს ერთი განცხადებით შეცვლიან.

„მოლოტოვის კოქტეილს“ კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს, ვინაიდან ხალხს აქვს მთავრობის ჩამოგდების უფლება, დამხობის უფლება ეგეთ დროს.

ირაკლი კობახიძემ არ იცის, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერელიც არსებობს და ხალხს აჯანყების უფლება ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება? და კობახიძე ფრთხილად იყოს თავის გაბუებულ თავში არ მოხვდეს ეგ მოლოტოვის კოქტეილი, ხალხი ისე არ გაამწაროს ბოლოს.

რა ყველაფერი უნდა ღეჭო ამ ქოცებისთვის, კი ვერ დააჯერებ, რომ კანონში რაც არ წერია, ისეთი უფლებებიც არსებობს.

რატომ კომპლექსდებით ყველა ამ მოლოტოვის კოქტეილის ხსენებაზე?!

ხ ა ლ ხ ს ა ქ ვ ს ა ჯ ა ნ ყ ე ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!

ბუნებითია ეგ!“, - წერს მაგდა მამუკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793862415

ახალი ამბები

ბრალდებულმა თბილისში რამდენიმე სასტუმრო გაქურდა, ასევე, ორჯერ სცადა სასტუმროებში მოქალაქეების კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმე...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1793860273

ახალი ამბები

გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი - „დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა აჩიკო ბერიძემ გაავრცელა:  „არც კი ვიცი, რა დავწერო…სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღ...

ნუნუ დუღაშვილი

1793858877

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის შეცვლას არ გეგმავს. „არა, ვფიქრობ, ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვის ს...

დონალდ ტრამპი

1793856992

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავაჭრო - სამრეწველო პალატის (CFNA) პრეზიდენტს ცაო ტეჟუნგს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სურსათის, ადგილობრივი პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ქვეპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის სავა...

მარიამ ქვრივიშვილი

1793856925

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენს ქუჩებში ვითარდებოდა - ძალადობრივი აქციები, ამ ყველაფერს ბრიუსელი აფინანსებდა, შესაბამისად, სურთ, რომ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, პოლიტიკურ დევნილებად შერაცხონ და გათავისუფლდნენ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც ძალადობრივი აქციებისას დაკავებულები „თვითნებურად დ...

ლევან მაჭავარიანი