მაია ნიკოლეიშვილი: როცა საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ იცი, რომ ამას შენი ქვეყნისთვის მოჰყვება ცუდი შედეგი, ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული
შენ საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ აუცილებლად იცი, რომ ამას საქართველოსთვის, შენი ქვეყნისთვის, მოჰყვება შედეგი, ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, როცა ამდენი ადამიანი ამას ამბობს, თუ ეს კონკრეტული მიზანია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მაია ნიკოლეიშვილი იმ ადამიანების ქმედებას, რომლებიც არ არიან ტოქსიკოლოგები, მაგრამ მაინც საუბრობენ მომწამვლელი ნივთიერებების არსებობაზე, მათი მხრიდან „მავნებლურ უპასუხისმგებლობას“ უწოდებს.
„კიდევ კარგი, გამოძიება რომ დაიწყო, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს მსგავსი შემთხვევა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ - რადიაქტიური ნივთიერებები, მოწამვლა, მან ითავხედა და მე ეს ხალხი მწამლავდა და კიდევ მომწამლავენო. მაშინ ეს მავნებლური უპასუხისმგებლობა დარჩა დაუსჯელი.
ჩვენ უპასუხისმგებლობას როგორც მორალურ კატეგორიას ისე ვუყურებთ, მაგრამ არა - ვიყოთ ობიექტურები, არსებობს უპასუხისმგებლობა, როდესაც არავის არანაირ ვნებას არ აყენებ და რაღაც უპასუხისმგებლობით რაღაც მცირედი გადაცდომა მოხდა. მაგრამ არის უპასუხისმგებლობა, ანუ შენ საუბრობ იმაზე, რაც არ იცი, მაგრამ აუცილებლად იცი, რომ ამას საქართველოსთვის, შენი ქვეყნისთვის მოჰყვება შედეგი - ეს არის უკვე მავნებლური უპასუხისმგებლობა და თუ ამის უკან კონკრეტული მიზანია, როცა ამდენი ადამიანი ამას ამბობს, თუ ეს კონკრეტული მიზანია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
აქ რეგულირებას [რეგულირების სააგენტოს], მე არც შევაწუხებდი ამ საკითხზე, რადგან თუ მათ მიზანმიმართულად გააკეთეს ეს და ჩვენ ბევრი ვნახეთ, მიზანმიმართულად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება - ჩემი აზრით, ეს არის სახეზე. მათ ხომ იციან, რომ ტოქსიკოლოგები არ არიან, მათ ხომ იციან, რომ ჰაერზე ლაპარაკობენ. ეს ხომ იციან, თუ ერთმანეთში ჭორაობენ სამზარეულოში, ან ოფისში ჯანდაბას, მაგრამ ისინი BBC-ის აძლევენ მასალას, ეს ქვეყნის გარეთ გასვლაა.
ჩემი აზრით, ეს არის მავნებლური უპასუხისმგებლობა და თან საქართველოს საზიანოდ, თორემ მათი შემოსავალი ჩვენ არ გვაინტერესებს; უხდიან, არ უხდიან - არ მაინტერესებს, საქართველოს ვნებ, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს დასჯადი.
როდესაც სააკაშვილის მიმართ ის დემენცია, რომელიც გამოჩნდა, რომ დაუსაბუთებელი იყო, რადიაქტიური ნივთიერებები, როდესაც ასეთ იდიოტობებზე რეაგირება არ ხდება და ჩვენ გვეცინებოდა ამაზე, იქ ძაღლებიც ყეფდნენ ამაზე მგონი ორკესტრირებულად, როცა ჩვენ ამას ვთვლიდით სიგიჟედ და გვეცინებოდა. თურმე არ ყოფილა გასაცინი, თურმე იქვე პასუხისმგებლობა უნდა მოჰყოლოდა ამ ნათქვამს. აი, ამ დაწერილს, რომელსაც ხელი მოაწერა ადამიანმა, რომ რადიაქტიური ნივთიერებებით იყო მოწამლულიო, იქვე პასუხისმგებლობა, რომ არ მოყვა, იმიტომ მოხდა ეს“,- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
1764823586
ახალი ამბებიმაჭავარიანი BBC-ის საგამოძიებო ფილმის შესახებ: როგორც კი იგრძნეს პასუხისმგებლობა იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება არის დაწყებული, ყველამ უკან დაიხია და რასაც თავდაპირველად აცხადებდნენ, ახლა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს საუბრობენ
„გულდასაწყვეტია, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ტელევიზია ამას კადრულობს, ასეთი იაფფასიანი ქმედებები არავის მხრიდან აღარ არის გასაკვირი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...
1764791676
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი „ბიბისის“ ფილმზე: დღევანდელი ტექნიკა მაღალი დონისაა და მარტივია დეზინფორმაცია სწრაფად გაავრცელო, მაგრამ როდესაც საფუძველი არის უსამართლობა, მალე შეიძლება დანგრევა. პრაქტიკულად, ნგრევის პროცესშია ახლა ეს საკითხი
დღევანდელი ტექნიკა, ზოგადად, მაღალი დონისაა და მარტივია დეზინფორმაცია სწრაფად გაავრცელო, მაგრამ როდესაც საფუძველი არის უსამართლობა, ასევე მარტივია და მალე შეიძლება ამ ყველაფრის დანგრევა, - განაცხადა...
1764789385
მსოფლიოევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში მოგერინზე: ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს
ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ბრონისლავ ონდრუშმა ფედერიკა მოგერინთან და ბრიუსელში მიმდინარე გა...
1764788396
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის უსაფრთხოებასთა...
1764786924
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან, ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, რუსეთის - 140 მილიონი, ეომონ, რისი ეშინიათ?
„გამოსარჩევია ევროპა, რომელიც უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თუ ამერიკა არ იქნება ჩართული, თავად ვერაფერს გასწვდებიან, ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, რუსეთის 140 მილიონია...




























