შალვა პაპუაშვილი: ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმის დაგმობაზე
„ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არ დაგმობა აქეზებს ტერორიზმს.
„დღეს 4 დეკემბერია.
ორი თვეა, ბრიუსელი უარს ამბობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე და ამ ჯგუფებისგან გამიჯვნაზე.
ძალადობის არ დაგმობა აქეზებს ექსტრემიზმს, ექსტრემიზმის არ დაგმობა აქეზებს ტერორიზმს. ეს მიზეზშედეგობრივი კავშირი საქართველოში უკვე ვნახეთ.
ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის მხარდაჭერაზე და დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის პატივისცემა“, - წერს პაპუაშვილი.
1764788396
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის უსაფრთხოებასთა...
1764786924
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროპა უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თავად ვერაფერს გასწვდებიან, ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, რუსეთის - 140 მილიონი, ეომონ, რისი ეშინიათ?
„გამოსარჩევია ევროპა, რომელიც უსინდისოდ იშვერს ხელს ამერიკელებისკენ, თითქოს თუ ამერიკა არ იქნება ჩართული, თავად ვერაფერს გასწვდებიან, ევროკავშირის მოსახლეობა 500 მილიონზე მეტია, რუსეთის 140 მილიონია...
1764784431
ახალი ამბები4 დეკემბერს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 68-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე მდინარე ენგურზე არს...
1764782325
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენი მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა
აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის დროს მართლმსაჯულების სისტემას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად იყენებდა. „წლების განმავლობაში, ბაიდენის ადმინისტრაცი...
1764780789
საზოგადოებალევან მახაშვილი: ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა
ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევრ...



























