ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა
კონექტიკუტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, „საზოგადოება ქართულის“ წევრი, ექიმი პიმენ ყურაშვილი, აფასებს სამედიცინო კვლევას, რომელსაც BBC-ის მიერ გავრცელებული სიუჟეტი ეყრდნობა, სადაც საუბარია გასულ წელს, დემონსტრანტების დაშლისას აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე.
ყურაშვილი ხაზს უსვამს იმაზე, რომ ავტორებმა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება იპოვეს ძირითადად კარდიოგრამულ მონაცემებში და ახსენეს შესაძლო პათოლოგიური მიზეზები, თუმცა არ უხსენებიათ შემდეგი ყველაზე ხშირი მიზეზები და მოცემული ინფორმაციაც კონკრეტიკას მოკლებულია.
ექიმი, ასევე, კითხვას სვამს ე.წ. არჩევის მიკერძოებულობაზე, ვინაიდან ავტორიც აქციების მონაწილე იყო და შეიძლება დაინტერესებულ პირის წარმოადგენდეს. მისთვის გაუგებარია დემონსტრანტების და კონტროლ ჯგუფის წარსული სამედიცინო ისტორია არსებობს თუ არა, რაც შედარების საშუალებას მისცემდა საზოგადოებას.
„წავიკითხე თვითონ სამედიცინო კვლევა, რომელზეც დაეყრდნო BBC-ის სიუჟეტი. ამერიკაში რეზიდენტურა როცა დავიწყე, მაშინვე დაგვაწყებინეს სამედიცინო კვლევების კრიტიკული ანალიზის შესწავლა და რომ ყველა კვლევას უნდა მიუდგე კრიტიკულად. თუ კვლევა კრიტიკას უძლებს, კარგი კვლევაა. თუ ვერ უძლებს, არ არის კარგი. ამიტომ როგორც ყველა კვლევას, ამ კვლევასაც მივუდექი კრიტიკული ანალიზით.
ამ კვლევის მიხედვით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება იპოვეს ძირითადად კარდიოგრამულ მონაცემებში, განსაკუთრებით RBBB (მარჯვენა კონის ტოტის ბლოკი) და T wave inversion (ტ კბილის ინვერსია ანუ შებრუნებული ტკბილი).
ავტორებმა ახსენეს შესაძლო პათოლოგიური მიზეზები ამ კარდიოგრამული ცვლილებებისა, თუმცა არ უხსენებიათ შემდეგი ყველაზე ხშირი მიზეზები RBBB-ის შემთხვევაში:
• ბუნებრივი დაბერება და ფიბროზი
• ჯანმრთელ ადამიანებში (განსაკუთრებით ახალგაზრდა სპორტსმენებში და გამხდარ ადამიანებში)
• ასევე, არასრული RBBB ხშირად ნორმის ვარიანტია ( ეს მნიშვნელოვანია! RBBB შეიძლება იყოს სრული და არასრული
კვლევაში არ დაუკონკრეტებიათ რომელი ვარიანტები ნახეს. არასრული ბლოკი კიდევ უფრო ხშირად არის ნორმალური ვარიანტი კარდიოგრამაზე ვიდრე სრული) ასევე T wave inversion-ის შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული კარდიოგრამის რომელ განხრებში იქნა ნაპოვნი ეს შებრუნებული ტ კბილები.
V1 განხრიდან v4 განხრამდე ტ კბილის შებრუნება ხშირად არის ასევე ნორმალური ვარიანტი განსაკუთრებით ქალებში და ზოგადად ახალგაზრდებში. მოწინააღმდეგემ შეიძლება დასვას კითხვა, მაშინ კონტროლ ჯგუფში რატომ არ იქნა ნაპოვნი მსგავსი სტატისტიკით ეს ცვლილებები?
პასუხი: ერთი, კონტროლ ჯგუფის ადამიანები მინიმუმ 2-ჯერ მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი და მიზეზი გაუგებარია იმიტომ, რომ 18-ს გადაცილებული პირები, რომლებიც რუსთაველზე არ ცხოვრობენ ჩემი აზრით თავისუფლად შეიძლება იმავენაირი რაოდენობით მაინც წარმოედგინათ, როგორც დემონსტრანტები.
აქ მეორე კითხვა ჩნდება ეგრეთ წოდებული არჩევის მიკერძოებულობაზე (selection bias) იქიდან გამომდინარე, რომ ავტორიც იყო დემონსტრაციების მონაწილე და შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი. ხომ არ იყვნენ კონტროლ ჯგუფის ადამიანები შერჩევითად არჩეული, რომ სტატისტიკური მნიშვნელობა დემონსტრანტებისა და კონტროლ ჯგუფის კარდიოგრამულ ცვლილებების განსხვავებებისა, უფრო საგრძნობი ყოფილიყო.
ასევე, გაუგებარია გინდა დემონსტრანტების და გინდა კონტროლ ჯგუფის წარსული სამედიცინო ისტორია არსებობს თუ არა თავის კარდიოგრამებით წარსულიდან, შესადარებლად. რომ ენახათ, ამ ადამიანებს მანამდე ჰქონდათ თუ არა ეს ცვლილებები კარდიოგრამაზე.
კარგი იქნებოდა ეს ინფორმაციაც ყოფილიყო გაანალიზებული და წარმოდგენილი კვლევაში. თვითონვე ამბობენ ავტორები ასევე და ვეთანხმები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად.
შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩემი აზრით ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა“, - წერს პიმენ ყურაშვილი.
1764825074
მსოფლიოგაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები. რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქა...
1764823586
ახალი ამბებიმაჭავარიანი BBC-ის საგამოძიებო ფილმის შესახებ: როგორც კი იგრძნეს პასუხისმგებლობა იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება არის დაწყებული, ყველამ უკან დაიხია და რასაც თავდაპირველად აცხადებდნენ, ახლა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს საუბრობენ
„გულდასაწყვეტია, რომ ასეთი რეპუტაციის მქონე ტელევიზია ამას კადრულობს, ასეთი იაფფასიანი ქმედებები არავის მხრიდან აღარ არის გასაკვირი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...
1764791676
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი „ბიბისის“ ფილმზე: დღევანდელი ტექნიკა მაღალი დონისაა და მარტივია დეზინფორმაცია სწრაფად გაავრცელო, მაგრამ როდესაც საფუძველი არის უსამართლობა, მალე შეიძლება დანგრევა. პრაქტიკულად, ნგრევის პროცესშია ახლა ეს საკითხი
დღევანდელი ტექნიკა, ზოგადად, მაღალი დონისაა და მარტივია დეზინფორმაცია სწრაფად გაავრცელო, მაგრამ როდესაც საფუძველი არის უსამართლობა, ასევე მარტივია და მალე შეიძლება ამ ყველაფრის დანგრევა, - განაცხადა...
1764789385
მსოფლიოევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში მოგერინზე: ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს
ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ბრონისლავ ონდრუშმა ფედერიკა მოგერინთან და ბრიუსელში მიმდინარე გა...
1764788396
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში თანამშრომლობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის უსაფრთხოებასთა...





























