მაკა ბოჭორიშვილი: ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის მექანიზმი შანტაჟისთვის, ეს არის მექანიზმი რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის საქართველოში, სხვა მიზანი ამას არ აქვს
„უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი საქართველოში მიზანმიმართულად გამოიყენება და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტად იქცა.
„მთელი ერთი წელია ზუსტად ამას ვხედავთ და ვიზა ლიბერალიზაციას ზუსტად ამის ნაწილია. ეს არის მექანიზმი შანტაჟისთვის, ეს არის მექანიზმი რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის საქართველოში. სხვა მიზანი ამას არ აქვს“,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეები არ დაისჯებიან, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირთან დიალოგის არარსებობისა და სპეკულაციების პირობებში, ყველანაირი გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული.
მინისტრმა, ასევე, მკაცრად შეაფასა ევროკავშირის ბიუროკრატიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები.
„ძალიან რთულია დღევანდელ ბიუროკრატიულ პირობებში რაიმე გადაწყვეტილების რაციონალურობაზე დავდოთ თავი, როდესაც ვხედავთ ძალიან ბევრ ირაციონალურ გადაწყვეტილებებს, რაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან მოდის. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ – ამაზე ძალიან ბევრი საუბრობს. დღეს ძალიან ბევრი იწერება, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობა არ არის საკმარისად კარგი და არ არის მიმართული სწორედ ევროპის ინტერესების დასაცავად“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
გადაცემაში საუბრისას, მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქონოდათ, ხოლო ის ძალები, რომლებიც მონდომებით საუბრობენ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, კოორდინირებულად მოქმედებენ.
„უამრავი ნაბიჯი გადაიდგა ამ წლების განმავლობაში, უამრავი რამ გაკეთდა, იქნება ეს რეადმისიის შეთანხმებები, იქნება საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება, პოლიციის ატაშეები, საზღვრის კონტროლის შემოღება, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის მხარესთან ერთად კონტროლის განხორციელება. ბევრი ნაბიჯი გადადგა საქართველომ იმისთვის, რომ დაკმაყოფილებულიყო უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო მოთხოვნები და ჩვენს მოქლაქეებს არანაირი შეფერხება არ ჰქონოდათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისას.
მე ვიტყოდი ასე: უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან“, - ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1764190490
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვამბობდით, რომ თითოეული კანონი, რომელიც ჩნდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
„ყოველთვის ვამბობდით, რომ თითოეული კანონი, რომელიც ჩნდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას...
1764189533
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მშვიდობა მსოფლიოსთვის ცვლის ყველაფერს უკეთესობისკენ
„მშვიდობა ზოგადად მსოფლიოსთვის ცვლის ყველაფერს უკეთესობისკენ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიამ გაიხსენა ევრობიუროკრატების ნაწილის ბ...
1764188031
ახალი ამბებილელოს ყოფილი წევრი საბა ბუაძე: ვერანაირი არაბიზაცია ვერ მოხდება ერთი და ორი უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტით
„საზოგადოებამ არ იცის რაზეა საუბარი. მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ოპოზიციაში ამ შავრაზმული ნარატივის გამოყენება ხდება და ამ სენტიმენტებზე კაპიტალიზაციის მცდელობაა, რომ არაბები ჩამოვლენ და წაგვლეკავენ“,...
1764186733
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი პეტერ ფიშერის ინტერვიუზე: მინდა მივმართო ბატონ ფიშერს, ის ცნობილი გამოთქმა - „ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“, საქართველოში აღარ მუშაობს
„მინდა მივმართო ბატონ ფიშერს, რომ ის ცნობილი გამოთქმა, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ, საქართველოში აღარ მუშაობს“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დეპუტატი...
1764183620
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე, ეს არის ორმხრივი
„მთელი წლის განმავლობაში აქტუალური თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ბევრი სპეკულაცია მოჰყვა განცხადებას, რომელიც ერთი წლის წინ გაკეთდა. ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ...






























