მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია იქით, საითაც მიდის ევროპის საბჭოს მუშაობა, როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები, საქართველო მზად არის, მათ გამოცდილება გაუზიაროს

საქართველოს ნამდვილად აქვს უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება და შეუძლია, ეს სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია სწორედ იქით, საითაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს მუშაობა და საქართველო მზად არის გამოცდილების გასაზიარებლად.

„ზოგადად, უცხოური ჩარევები და უცხოური გავლენები პრობლემა რომ არის ბევრი ქვეყნისთვის, ეს ახალი არ არის, თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად ხდება ამის აღიარება. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება საქართველოს ბრძოლასთან დაკავშირებით სწორად უცხოური გავლენების წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს დამოკიდებულება გარკვეული აქტორების მხრიდან დღესაც გრძელდება. მაშინ, როდესაც ძალიან ცხადია, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, ინიციატებივები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიერ, მიმართულია სწორედ იქით, საითაც მიდის დღეს ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა, რომ უცხოური გავლენები როგორმე შეზღუდონ და ამას დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო.

ეს არის ის, რაზეც საქართველოს ნამდვილად აქვს უკვე დიდი გამოცდილება, რაც შეუძლია, გაუზიაროს სხვა ქვეყნებსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მათ შორის ევროსაბჭოს ფარგლებში, რათა ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე ამას გარკვეული აქტორები აქამდე აკეთებდნენ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770456963

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: „შავი ფულის“ შემოტანის მსურველებს მოვუწოდებთ, გერმანიის საელჩოს მიმართონ და გააპროტესტონ ის კანონმდებლობა, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხს ეხება

ადამიანებს როდესაც მოუწოდებენ, ხელისუფლება არ აღიარონ, გერმანიაში თუ ამაზე პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იწვევდეს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკით...

არჩილ გორდულაძე

1770454593

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში

იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში, -...

ირაკლი კობახიძე

1770453076

ახალი ამბები

პრემიერი: არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...

ირაკლი კობახიძე

1770452592

ახალი ამბები

კახა კალაძე ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში: ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა

დედაქალაქი მერი კახა კალაძე კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა. ამის შესახებ მან მედიასთან ი...

კახა კალაძე

1770452490

ახალი ამბები

კახა კალაძე: გარედან დაფინანსებულ აქციაზე „გამჭირვალობის კანონის“ გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ

თბილისის მერი მედიასთან ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების თხოვნის ფაქტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ გამო ქვეყნის ხელისუ...

კახა კალაძე