მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის ეუთოს უსაფრთხოების ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით
საქართველოსთვის ეუთოს ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს თავმჯდომარეობით გამართული ეუთოს ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეუთოს უსაფრთხოების ფორუმზე უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.
„ეს უსაფრთხოების ფორუმი არის ფორმატი, სადაც ძირითადად ხდება ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა. საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი.
ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩარჩოში იყოს მუდმივად მსჯელობა და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იყოს აქცენტები გაკეთებული. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო ნორმების შესრულებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევა. ამ ფარგლებში ასევე შესაძლებლობა გვექნება, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვიმსჯელოთ.
უკრაინის საკითხი და ომი უკრაინაში რჩება ჩვენი რეგიონისთვის ისევ და ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად. ჩვენი დღის წესრიგიც მიმართული იქნება სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობის ხელშესაწყობად“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
1776856021
ახალი ამბებიგია ვოლსკი: სააკაშვილის გარეშე „ალიანსი“ არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე
მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი გარკვეულწილად გაემიჯნებოდა „ალიანსს“, რადგან საზოგადოების ნაწილს გაცნობიერებული აქვს ის დანაშაულები, რაც სააკაშვილის პერიოდში მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა...
1776855321
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვთქვათ, რომ წამალი არის უსაფრთხო
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო პასუხი გვქონდეს და იმედი მაქვს, ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ვთქვათ, რომ წამალი არის რეალურად უსაფრთხო და სარგებლიანი, - განუცხადა...
1776854331
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი საკადრო ცვლილებებზე: უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის
უნდა კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს ეფექტიანობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და რაც მთავარია მოხერხდეს უკეთ სინქრონიზება სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის“, - განაცხადა იურიდიულ...
1776853101
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია
მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია, - განაცხადა საქართველოს პარლა...
1776850845
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
ჩემთვის დიდი პატივია უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე მოგმართოთ სიტყვით ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დროს, როდესაც საქართველო ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა ხდებ...



























