გია ვოლსკი: სააკაშვილის გარეშე „ალიანსი“ არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე
მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილი გარკვეულწილად გაემიჯნებოდა „ალიანსს“, რადგან საზოგადოების ნაწილს გაცნობიერებული აქვს ის დანაშაულები, რაც სააკაშვილის პერიოდში მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ისეთ ილუზიას ქმნიან, თითქოს „ალიანსი“ აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილს უპირისპირდებიან, აქებენ, მონურ მორჩილებას იჩენენ.
„საზოგადოებას ეუბნებიან, გაერთიანდით ყველა, ვინც თავს ოპოზიციონერს უწოდებს, მაგრამ ფაქტია, ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. არავინ არასდროს გამიჯვნია არც სააკაშვილს, არც ერთმანეთთან ჰქონიათ სხვაობა პოლიტიკაში, ან თუნდაც საერთო საკაცობრიო თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ საკითხებზე.
შეიძლება, პიროვნულად ერთმა მეორეზე რამე თქვას ან ჭორი წამოროშოს, მაგრამ ფაქტია, ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს სააკაშვილის სახე. ყველაფერი გადაფარულია იმ სისხლითაც, იმ ქმედებებითაც, რომელმაც საქართველოში ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დატოვა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს „ალიანსი“ არ არსებობს.
„ალიანსი“ არის სააკაშვილთან ერთად. სააკაშვილი არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, საკუთარი ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს აქ პლურალიზმია. თითქოს ზოგიერთი ემიჯნება იმ წარსულს, რასაც ჩვენ სამართლიანად სისხლიან წარსულს ვეძახით. ზოგიერთი თითქოს ახლებურად უდგება ამ თემას, მაგრამ ძირითადად ყველა ის შემადგენელი სტრუქტურა, ერთეული თუ ადამიანთა რესურსი იყო ჩართული იმ დანაშაულებში, რომელსაც სააკაშვილთან ერთად ჩადიოდნენ.
განსხვავება დამისახელეთ და მაშინ შეიძლება, გავაგრძელოთ მსჯელობა. ეს არის განზრახ შემოტანილი თემა, თითქოს, აქ სხვადასხვა აზრი არსებობს სააკაშვილის რეჟიმთან ან მის მიერ ჩადენილ და უკვე აღიარებულ დანაშაულებთან მიმართებით. არსებობს ადამიანთა ჯგუფი, გვარები შეგვიძლია, დავასახელოთ, რომლებიც ამბობენ, დიახ, ეს დანაშაულები ჩადენილია და, დიახაც, სწორად მოვიქეცით. თუნდაც ტერიტორიების დაკარგვასთან და რუსეთისთვის მირთმევასთან დაკავშირებით გარკვეული ადამიანები ყოველდღე სხვადასხვა მედიასაშუალებებით გამოდიან და ამბობენ: „დიახ, სწორად მოვიქეცით“. არიან მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ შეცდომები იყო დაშვებული.
ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი უნდათ, ისეთ იმპერატორად აქციონ, რომელსაც ყველა უნდა გავყვეთ და ეს ასე არ არის. თითქოს გაემიჯნა, მაგრამ ბოკერია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმ დანაშაულებრივი, გესტაპოს მართვის სისტემის, რომელიც შეიქმნა. სააკაშვილი განზრახ ამბობს, თითქოს ამ ალიანსში რაღაც სხვადასხვაობა არსებობს. ორი რამის ერთმანეთში გადაზელვა უნდა მოხდეს ისე, რომ იმ ახალგაზრდებმა არ უნდა იცოდნენ რეალურად რაში მდგომარეობს კონსპირაცია“, - აცხადებს ვოლსკი.
1776850845
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
ჩემთვის დიდი პატივია უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე მოგმართოთ სიტყვით ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დროს, როდესაც საქართველო ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა ხდებ...
1776850324
საზოგადოებასაჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ ხორციელდება
საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სასწავლო კურსს „დემოკრატიული არჩევნები დ...
1776848907
ახალი ამბებიპროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დე...
1776848340
ახალი ამბებიგორდულაძე: სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, მათი წარმატების შანსი ნულია, რადგან მწამებლებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მართვას არ ანდობს
სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას მათთვის ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, პოზიციები ერთმანეთში ვერ გაუყვიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება არახალია და ისევ და ისევ მიმართულია იმისკენ,...
1776847015
ახალი ამბებიკახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული. ამის შესახებ მან 21 აპრილს განხორციელებული...



























