გიორგი ვოლსკი: მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია

მეტი კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან, მამუკა მდინარაძე საუკეთესო კანდიდატია იმისთვის, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მოახდინოს ეს კოორდინაცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, კოორდინაცია საჭიროა ყველა მიმართულებით.

„პრემიერ-მინისტრი ამას საკმაოდ წარმატებით ახორციელებს, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურა საგანგებო ამოცანებს ემსახურება, რამაც ქვეყანა მომავალშიც უნდა დაიცვას დესტაბილიზაციის ასეთი გააფთრებული მცდელობებისგან, რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ 21 აპრილს აცნობა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა და მთავრობის შემადგენლობაში იქნება 3 ვიცე-პრემიერი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776848907

ახალი ამბები

პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დე...

პროკურატურა

1776848340

ახალი ამბები

გორდულაძე: სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, მათი წარმატების შანსი ნულია, რადგან მწამებლებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მართვას არ ანდობს

სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას მათთვის ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, პოზიციები ერთმანეთში ვერ გაუყვიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება არახალია და ისევ და ისევ მიმართულია იმისკენ,...

არჩილ გორდულაძე

1776847015

ახალი ამბები

კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული. ამის შესახებ მან 21 აპრილს განხორციელებული...

კახა კალაძე

1776846685

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობ...

POLITIC

1776845043

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრე...

მიხეილ ყაველაშვილი