საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ ხორციელდება

საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სასწავლო კურსს „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების 500-ზე მეტ პედაგოგს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საარჩევნო სწავლების მიმართულებით.

მოგვიანებით კი პედაგოგები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ, რათა არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო უფლებებზე ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე მიეწოდოთ ინფორმაცია.

21 აპრილს პროექტის მორიგი შეხვედრა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა გახსნეს.

მათ ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო განათლების პედაგოგების მნიშვნელოვან როლზე სასკოლო ასაკიდან ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

როგორც ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, ერთობლივი პარტნიორობის მიზანია, დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მასწავლებლებისთვის საჭირო საინფორმაციო ინსტრუმენტის გაზიარება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთათვის საარჩევნო სიახლეების, ტექნოლოგიური პროგრესის გაცნობას და საარჩევნო პროცესებისადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესების ზრდას. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში განიხილება შემდეგი ძირითადი საკითხები: ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და პოლიტიკური კულტურის ასპექტები; არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები.

კურსის ბოლოს პედაგოგებს გადაეცემათ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული დამხმარე რესურსი, რომელიც მოიცავს მოსწავლეებთან განსახილველ საარჩევნო თემატიკას, თემის განვრცობისთვის საჭირო საკითხავ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

პროექტი 2024 წლიდან ხორციელდება, თუმცა წელს ახალი მასშტაბები შეიძინა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 28 მუნიციპალიტეტს აერთიანებს და 1-ელი აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ხორციელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776848340

ახალი ამბები

გორდულაძე: სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, მათი წარმატების შანსი ნულია, რადგან მწამებლებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მართვას არ ანდობს

სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას მათთვის ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, პოზიციები ერთმანეთში ვერ გაუყვიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება არახალია და ისევ და ისევ მიმართულია იმისკენ,...

არჩილ გორდულაძე

1776847015

ახალი ამბები

კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული. ამის შესახებ მან 21 აპრილს განხორციელებული...

კახა კალაძე

1776846685

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობ...

POLITIC

1776845043

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრე...

მიხეილ ყაველაშვილი

1776844687

ახალი ამბები

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება, რას გრძნობს ის გოგო, ვინც, სავარაუდოდ, გააუპატიურეს - მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მამუკაშვილი ამბობს, რომ გავრცელებ...

მაგდა მამუკაშვილი