მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
ჩემთვის დიდი პატივია უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე მოგმართოთ სიტყვით ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დროს, როდესაც საქართველო ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო საფრანგეთს თავმჯდომარეობის პერიოდში დიალოგის ხელშეწყობის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვენაში განაცხადა, სადაც საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს ფორუმი იმართება.
ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ელოდება მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან ეუთოს თავმჯდომარეობის „ტროიკის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთობლივი საქმიანობის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა.
„ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანია და ჩვენგან დაუყოვნებელ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ეუთოს დამფუძნებელი პრინციპების დაცვისა და პატივისცემის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოაჩენს.
დღეს ვხედავთ, თუ როგორ ირღვევა ის ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი უნდა იყოს. ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას.
რისკის შემცირების მექანიზმები ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, დღეს უპრეცედენტო სისწრაფით ჩნდება ახალი და მუდმივად ცვალებადი საფრთხეები.
„მათ რიცხვს განეკუთვნება მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელება, უსაფრთხოების პოტენციური გამოწვევების შემცველი კიბეროპერაციების გაფართოება და ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც საზღვრებს შლის ომის წარმოების კონვენციურ და არაკონვენციურ ფორმებს შორის.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმმა (FSC) უნდა უპასუხოს აღნიშნულ გამოწვევებს არამხოლოდ არსებული ვალდებულებების განმტკიცებით, არამედ ინოვაციების ხელშეწყობის, თანამშრომლობის გაფართოებისა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. ამ კონტექსტში, საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.
საქართველოს თავმჯდომარეობას გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ. ამ ფონზე, ფორუმმა უნდა შეასრულოს გამჭვირვალობისა და რისკების შემცირების მთავარი პლატფორმის ფუნქცია. მისი საქმიანობა საკვანძოა ეუთოს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი საერთო ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ ფორუმის მიერ თავისი მანდატის ეფექტიანად განხორციელება“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვენაში, ეუთოს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფორუმის მანდატის გათვალისწინებით და წინა თავმჯდომარე ქვეყნების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაყრდნობით, საქართველო უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე.
„პირველი უსაფრთხოების დიალოგი მიეძღვნება უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებზე ეუთოს ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაძლიერებას, მათ შორის, ეროვნული შესრულების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
მეორე უსაფრთხოების დიალოგი შეეხება შეიარაღებული კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგოებზე. შეიარაღებული კონფლიქტები კვლავ არაპროპორციულ და მრავალგანზომილებიან გავლენას ახდენს ქალებსა და გოგოებზე, მაშინ როდესაც ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური მდგრადობის შენარჩუნებაში და წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებისა და აღდგენის პროცესებში.
მესამე უსაფრთხოების დიალოგი დაეთმობა კონფლიქტის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ქცევის კოდექსის ფარგლებში.
მისი მიზანია, გააძლიეროს მონაწილე სახელმწიფოთა ინფორმირებულობა მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების კუთხით, მათი ვალდებულებების შესახებ, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერთკავშირის შესწავლის გზით, ასევე, განამტკიცოს ეროვნულ დონეზე ამ ვალდებულებათა ეფექტიანი განხორციელება. სამივე პრიორიტეტულ სფეროში საქართველო ყურადღებას გაამახვილებს ვალდებულებების პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელობაზე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
1776848340
ახალი ამბებიგორდულაძე: სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, მათი წარმატების შანსი ნულია, რადგან მწამებლებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მართვას არ ანდობს
სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას მათთვის ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, პოზიციები ერთმანეთში ვერ გაუყვიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება არახალია და ისევ და ისევ მიმართულია იმისკენ,...
1776847015
ახალი ამბებიკახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული. ამის შესახებ მან 21 აპრილს განხორციელებული...
1776846685
მსოფლიოPOLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობ...
1776845043
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით
სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრე...
1776844687
ახალი ამბებიმაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება, რას გრძნობს ის გოგო, ვინც, სავარაუდოდ, გააუპატიურეს - მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება
ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მამუკაშვილი ამბობს, რომ გავრცელებ...




























