მაკა ბოჭორიშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება

„მქონდა შესაძლებლობა, ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში, გავსაუბრებოდი სახელმწიფო მდივანს. ერთი რამ, რაც ცხადია და გაცნობიერებულია, არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებით და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მარკო რუბიოსთან შეხვედრის პარალელურად, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ქართულ მხარეს აქვს აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის საკითხის გააქტიურების მოლოდინი.

„პარალელურად, თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ვაშინგტონში და მართავდა შეხვედრებს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინსტიტუტებში. რა თქმა უნდა, ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების დეტალებზე უფრო მეტად გვესაუბრა. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770630029

ახალი ამბები

კახა კალაძე: შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად ამოწმებს უწყების ყველა სამსახურს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

„თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - ამის შესახებ დედაქალ...

კახა კალაძე

1770629561

ახალი ამბები

კახა კალაძე ევროკომისიის კვლევაზე: რა თქმა, საქართველოს რეგიონში ერთგვარი დერეფნის როლი აკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

„მართალია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს წინსვლას, ობიექტურად აფასებს, თუმცა ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჩვენთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის...

კახა კალაძე

1770628668

ახალი ამბები

პრეზიდენტი: მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და შეუსაბამო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მილანში იმყოფებოდა, სადაც ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსს ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტ...

მიხეილ ყაველაშვილი

1770626036

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტურად გამოყენების სა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა

1770623708

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 1985 წელს დაბადებული, თ.ო.-ს გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - აღნიშნულ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო