პრეზიდენტი: მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და შეუსაბამო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მილანში იმყოფებოდა, სადაც ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსს ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანმა საუბრისას თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებით წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ და უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება ურთიერთობების აღსადგენად.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო, ასევე, საერთო ღირებულებებს.
„მან აღნიშნა, ეს მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებით. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება არ ითარგმნება ინგლისურად, უფრო სიმყრალესთან, ასე აღნიშნა რა უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებით, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არა შესაბამისი, ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით.
აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გაიარეს, გააანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები შედგეს.
ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება.
როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში და ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, რომ ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა და ამ კონტექსტში იყო განხილული, პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ და ყველაფერი გააანალიზონ და სათანადოდ, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ იმისთვის, რომ გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი.
ვგრძნობდით კიდეც, რომ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შენი კეთილის მსურველია, წინა ადმინისტრაციას ვსაუბრობ, რომელიც ასე უხეშად ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში. როცა ნორმალურ ურთიერთობაზეა საუბარი, ჩვენ არ ვიყავით საპასუხო რეჟიმში, პირიქით მათ დიდი ნეგატივი დახვდათ, წმენდენ ახლა ამ მთელ ნეგატივს, რათა ჩვენი ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1770626036
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტურად გამოყენების სა...
1770623708
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 1985 წელს დაბადებული, თ.ო.-ს გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - აღნიშნულ...
1770623254
ახალი ამბები2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16 %-ით, რეისების ოდენობა - 16.17%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 38.75%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულმა ავი...
1770622359
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: მოხარული ვარ, რომ რეალობის არ დანახვის სიტუაციიდან გამოდის ევრო ბიუროკრატია
„მოხარული ვარ, რომ ამ რეალობის არ დანახვის სიტუაციიდან გამოდის ევრო ბიუროკრატია“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა. მი...
1770620507
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდამნაშევეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და 2 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზა...































