კახა კალაძე ევროკომისიის კვლევაზე: რა თქმა, საქართველოს რეგიონში ერთგვარი დერეფნის როლი აკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
„მართალია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს წინსვლას, ობიექტურად აფასებს, თუმცა ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჩვენთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძე ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველო უალტერნატივო სტრატეგიულ დერეფნად არის მოხსენიებული.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი რეფორმა განხორციელდეს.
„რა თქმა უნდა, სიახლე არაა, რომ ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონში ერთგვარი დერეფნის როლი აკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის ეკონომიკურად. საქართველოსთან დაკავშირებით, მათ ჩვენი ქვეყნის გამოყენება სურდათ სხვადასხვა მიმართულებით, იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და მეორე ფრონტი გახსნილიყო. მაგრამ ჩვენ ხომ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესები დავიცვათ.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ევროპული მომავალი, ევროინტეგრაციის გზა, რომელიც მნიშვნელოვანია, ძალიან რთულია. ამ გზაზე უამრავი გამოწვევაა, ხშირად ვაწყდებით უსამართლო დამოკიდებულებას ჩვენთან მიმართებით. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, ქვეყანა წინ მიდის, ვინარჩუნებთ მშვიდობას. ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1770628668
ახალი ამბებიპრეზიდენტი: მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და შეუსაბამო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მილანში იმყოფებოდა, სადაც ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსს ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტ...
1770626036
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტურად გამოყენების სა...
1770623708
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 1985 წელს დაბადებული, თ.ო.-ს გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - აღნიშნულ...
1770623254
ახალი ამბები2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16 %-ით, რეისების ოდენობა - 16.17%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 38.75%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულმა ავი...
1770622359
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: მოხარული ვარ, რომ რეალობის არ დანახვის სიტუაციიდან გამოდის ევრო ბიუროკრატია
„მოხარული ვარ, რომ ამ რეალობის არ დანახვის სიტუაციიდან გამოდის ევრო ბიუროკრატია“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა. მი...































