მაკა ბოჭორიშვილი: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის ინტერესში არ არის „მეგობარი აქტი“ იყოს საქართველოსთან ურთიერთობების საფუძველი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თუ დავაკვირდებით„მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც არავის აწყობს, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საფუძველი შეიქმნას „მეგობარი აქტის“ ტიპის დოკუმენტებით.

„სამუშაო დონეზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკური ველი ცარიელია. ჩვენ ვსაუბრობთ გზავნილებზე აშშ-დან, მოველით, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში გარკვეული ჩარჩო უნდა განსაზღვროს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ განვითარებებს, რაც ხდება ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში, როგორ განვითარდა პროცესები „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც არავის აწყობს, რომ საქართველო ჩამოშორდეს ამ ვექტორს და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საფუძველი შეიქმნას „მეგობარი აქტის“ ტიპის დოკუმენტებით.

მინისტრმა ისაუბრა ცალკეული პოლიტიკოსების ქმედებებზე და აღნიშნა, რომ რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, საკუთარი ქვეყნის მტრობაა.

„შეგვიძლია შევაფასოთ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსების ქცევა. მე ამას საკუთარი ქვეყნის მტრობას დავარქმევდი, როდესაც დადიხარ და იმის ჩაწერას ითხოვ, რაც „მეგობარ აქტში“ ეწერა - საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ მხოლოდ ხელისუფლებაზე ხომ არ არის საუბარი. ამას მტრობის გარდა სხვა სახელი არ ჰქვია, როდესაც ფულს იხდი იმაში, რომ შენს ქვეყანას ავნო.

ჩვენი სურვილები გაჟღერებული გვაქვს, ჩვენი ინტერესები და შეთავაზება საჯაროა, ჩვენ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ექნება შინაარსი. ამას კი სჭირდება მხარეებს შორის საუბარი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760336948

ახალი ამბები

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ 22-კმ 72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელ...

 მოძრაობა აკრძალულია

1760335282

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ღაზაში ომი დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ომი დასრულდა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნებული იქნება. „ყველა ბედნიერია დ...

დონალდ ტრამპი

1760332915

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს დასჯა და მთლიანად ჩამოშორება ევროკავშირისგან სხვის ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე თავად ევროკავშირისას

„თუ ასე გაგრძელდება, ამას ექნება ერთადერთი მიზანი, რომ დავსაჯოთ საქართველო და საქართველოში ვგულისხმობ ხალხსაც და ხელისუფლებასაც, თუმცა ამგვარი ფორმით განვითარება რამდენად აწყობს ბრიუსელს, ეს მეორე საკ...

მაკა ბოჭორიშვილი

1760330815

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს კონსერვატიზმის იმ დონეს, რომელიც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და თვითმყოფადობას შეესაბამება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას ეხმიანება, რომელიც არასრულწლოვანებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. ვოლსკი ასევე...

გია ვოლსკი

1760330087

ახალი ამბები

ზუკა რურუა: ჩერგოლეიშვილმა დაადასტურა, რომ იცოდა, რომ შეხვედრები ბაჩო ახალაიასთან სახლში იმართებოდა, ამიტომაც დაინტერესდა გამოძიება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება. „წარმოუდგენელია სპონტანურა...

ზუკა რურუა