პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, 1981 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით, ქვეყნიდან მიმალვის მიზნით
გაემართა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ი.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.
1760336948
ახალი ამბებიფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ 22-კმ 72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელ...
1760335282
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ღაზაში ომი დასრულდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ომი დასრულდა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნებული იქნება. „ყველა ბედნიერია დ...
1760332915
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს დასჯა და მთლიანად ჩამოშორება ევროკავშირისგან სხვის ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე თავად ევროკავშირისას
„თუ ასე გაგრძელდება, ამას ექნება ერთადერთი მიზანი, რომ დავსაჯოთ საქართველო და საქართველოში ვგულისხმობ ხალხსაც და ხელისუფლებასაც, თუმცა ამგვარი ფორმით განვითარება რამდენად აწყობს ბრიუსელს, ეს მეორე საკ...
1760330815
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს კონსერვატიზმის იმ დონეს, რომელიც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და თვითმყოფადობას შეესაბამება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას ეხმიანება, რომელიც არასრულწლოვანებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. ვოლსკი ასევე...
1760330087
ახალი ამბებიზუკა რურუა: ჩერგოლეიშვილმა დაადასტურა, რომ იცოდა, რომ შეხვედრები ბაჩო ახალაიასთან სახლში იმართებოდა, ამიტომაც დაინტერესდა გამოძიება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება. „წარმოუდგენელია სპონტანურა...