მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობოებზე: ალოგიკურია, როდესაც კარგ საქმეს აკეთებ, შენ გინდოდეს ამის დამალვა. გამჭვირვალობა უშლიდა ხელს ამ ფარულ გეგმებს, რომელიც ამ ორგანიზაციების ხელით უნდა განხორციელებულიყო საქართველოში

ტერმინი სამოქალაქო საზოგადოება უნდა გავმიჯნოთ იმისგან, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოების სახე. სამოქალაქო საზოგადოების სახე სულ სხვაა. ეს არის გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროდან და რომელთაც აქვთ დესტრუქციული მიზნები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას.
„სწორედ ამიტომ არ მოეწონათ და არ მოსწონდათ „გამჭვირვალობის კანონი“, რომ ეს იქნებოდა გაცხადებული, თუ რა იყო ამ ყველაფრის უკან. მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით და ვხსნიდით, რომ ეს გარკვეული დაცვაც იქნება დონორისთვის, თქვენ თუ მეუბნებით, რომ კეთილი მიზნები გაქვთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, თქვენ თუ გსურთ ქართულ საზოგადოებას დაეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში, თუ სხვადასხვა მიმართულებით გაუწიოთ დახმარების ხელი, მაშინ რა არის ამაში დასამალი.
ალოგიკურია, როდესაც კარგ საქმეს აკეთებ, შენ გინდოდეს ამის დამალვა. გამჭვირვალობა უშლიდა ხელს ამ ფარულ გეგმებს, რომელიც ამ ორგანიზაციების ხელით უნდა განხორციელებულიყო საქართველოში. რატომ სჭირდებათ ის, რატომ უნდა წავიდეს პროცესები არადემოკრატიული გზით, ოღონდ ეს ყველაფერი კეთდებოდეს დემოკრატიის სახელწოდების ქვეშ და დემოკრატიისთვის ვითომდა ბრძოლის სახელით?
სინამდვილეში ამას დემოკრატიასთან არაფერი საერთო აქვს. ეს არის დემოკრატიის და დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. არ შეიძლება, ერთმა და ორმა ორგანიზაციამ, რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას გამოუთხაროს საფუძველი. ჩვენ ამას ვერ და არ დავუშვებთ. უფრო მეტი ვართ ის ადამიანები ამ ქვეყანაში, ვისაც სურს ქვეყნის ნორმალური განვითარება და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1760284906
მსოფლიოBILD: 1400 გერმანული კომპანია კვლავაც აგრძელებს საქმიანობას რუსეთში - ქვეყანაში, რომელსაც ომის წამომწყებად მიიჩნევენ
ვლადიმერ პუტინი სულ უფრო თამამად ამწვავებს დაპირისპირებას და პროვოცირებს დასავლეთთან დრონების საშუალებით. არსებობს ეჭვი: რუსეთი ჯაშუშობს და ჩვენი გახლეჩა სურს, - წერს გერმანული გამოცემა „BILD“. სტატიი...
1760281843
მსოფლიოThe Guardian - კაცი მილიონ ფუნტად: რატომ წაიყვანა ბორის ჯონსონმა უკრაინაში თავისი დონორი, რომელმაც მას 1 მილიონი ფუნტი გადაურიცხა?
„კაცი მილიონ ფუნტად: რატომ წაიყვანა ბორის ჯონსონმა თავისი დონორი უკრაინაში?”, - ამ სათაურით გამოცემა The Guardian სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია გაჟონილი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ნათელს ჰფენს...
1760279241
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და მათ შორის ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის
ევროკავშირის ახალ სტრატეგიას ხელოვნურად შექმნილ პროპაგანდას უწოდებენ „ხალხის ძალაში“. საპარლამენტო ოპოზიცია განმარტავს, რომ საქართველოსთვის თავსებადია კარგი ევროპული ტრადიციები, თუმცა დოკუმენტი, რომელ...
1760278904
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბრის საღამოს საათებიდან 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლი...
1760277514
საზოგადოებაღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები შევიდნენ
ზავის ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათობით სატვირთო მანქანა შევიდა. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთა...