დეკანოზი ანდრია: მინდა, მოვუწოდო მამა დოროთეს, ასევე „ტვ პირველს“, „ფორმულას“, ნუ ძალადობთ, ნუ მორალისტობთ და მორალის სიმაღლიდან ნუ გვასწავლით ჭკუას

ძალიან უხერხული სიტუაციაა - ხალხი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, მათ შორის დოროთეს მოწოდებებს გაჰყვა, მივიდა იქ და რა გამოვიდა? დაიჭირეს ეს ხალხი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის რევოლუციურ მოწოდებებზე საუბრისას.
მან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე და რადიკალური მოწოდებების ავტორების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
„ადამიანები შევარდნენ პრეზიდენტის სასახლეში - გაუგონარი ამბავია! რამდენჯერ მომხდარა მსოფლიოში?! ვთქვათ. შეიძლება ჩამოთვალო, რომ ასეთი რამ სადმე მომხდარა. აღმოჩნდა, რომ ავანგარდში, ვინც მოუწოდებდა ხალხს, გამოდითო, ჩვენი სასულიერო პირია, ეკლესიის წარმომადგენელი.
ძალიან უხერხული სიტუაციაა. ხალხი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, მათ შორის დოროთეს მოწოდებებს გაჰყვა, მივიდა იქ და რა გამოვიდა? - დაიჭირეს ეს ხალხი. ვინ არის პასუხისმგებელი? - თვითონ გამოვიდა და თქვა, მე არ ვარ პასუხისმგებელიო“, - განაცხადა დეკანოზმა.
ანდრია ჯაღმაიძემ ასევე ისაუბრა, თუ როგორია ეკლესიის პოზიცია არქიმანდრიტის ქმედებებზე.
„ეკლესიის პოზიცია ასეთ შემთხვევებში ყოველთვის არის, რომ ადამიანი ისევ სწორ გზაზე დააყენოს. შესაძლოა, საეკლესიო სასჯელი ერქვას, ვთქვათ, მაგრამ ეკლესია ზომებს იღებს იმისთვის, რომ ადამიანი საეკლესიო წიაღში დაშვებული ამა თუ იმ გადაცდომიდან მოატრიალოს, მოაბრუნოს. როგორი იქნება კომისიის დასკვნა არ ვიცი, მაგრამ დასკვნა იქნება“, - აღნიშნა დეკანოზმა.
ასევე, მამა ანდრიამ მიმართა მამა დოროთეს, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“.
„მინდა მოვუწოდო როგორც მამა დოროთეს, ასევე „ტვ პირველს“, „ფორმულას“, ნუ ძალადობთ, ნუ მორალისტობთ და მორალის სიმაღლიდან ნუ გვასწავლით ჭკუას.
თუ ვინმეს უნდა შევარდნა პრეზიდენტის სასახლეში, ძალიან ცუდია და ამას არ ვემხრობით, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ შევარდნას, უჩვენოდ გააკეთეთ ასეთი ამბები“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.
1760284906
მსოფლიოBILD: 1400 გერმანული კომპანია კვლავაც აგრძელებს საქმიანობას რუსეთში - ქვეყანაში, რომელსაც ომის წამომწყებად მიიჩნევენ
ვლადიმერ პუტინი სულ უფრო თამამად ამწვავებს დაპირისპირებას და პროვოცირებს დასავლეთთან დრონების საშუალებით. არსებობს ეჭვი: რუსეთი ჯაშუშობს და ჩვენი გახლეჩა სურს, - წერს გერმანული გამოცემა „BILD“. სტატიი...
1760281843
მსოფლიოThe Guardian - კაცი მილიონ ფუნტად: რატომ წაიყვანა ბორის ჯონსონმა უკრაინაში თავისი დონორი, რომელმაც მას 1 მილიონი ფუნტი გადაურიცხა?
„კაცი მილიონ ფუნტად: რატომ წაიყვანა ბორის ჯონსონმა თავისი დონორი უკრაინაში?”, - ამ სათაურით გამოცემა The Guardian სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია გაჟონილი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ნათელს ჰფენს...
1760279241
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და მათ შორის ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის
ევროკავშირის ახალ სტრატეგიას ხელოვნურად შექმნილ პროპაგანდას უწოდებენ „ხალხის ძალაში“. საპარლამენტო ოპოზიცია განმარტავს, რომ საქართველოსთვის თავსებადია კარგი ევროპული ტრადიციები, თუმცა დოკუმენტი, რომელ...
1760278904
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბრის საღამოს საათებიდან 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლი...
1760277514
საზოგადოებაღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები შევიდნენ
ზავის ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათობით სატვირთო მანქანა შევიდა. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთა...