შალვა პაპუაშვილი: რასაც ჩვენ ვხედავთ „რუსი-რუსის“ ძახილით, არის იმპორტირებული უცხოეთიდან, როგორც ბოლშევიზმი იყო იმპორტირებული დასავლეთიდან - როდესაც იარლიყების მეთოდი დაინგრევა, გაიხსნება სივრცე დისკუსიისთვის და ამის ეშინიათ

 რასაც ჩვენ ვხედავთ „რუსი-რუსის“ ძახილით სინამდვილეში არ არის მოგონილი საქართველოში, არის იმპორტირებული უცხოეთიდან, როგორც 100 წლის წინ ბოლშევიზმი იყო იმპორტირებული დასავლეთიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ეს რომ საქართველოს ეხებოდეს, კიდევ ერთი საკითხია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად დონალდ ტრამპის მიმართ ზუსტად ეს მეთოდი იყო და დღემდე არის გამოყენებული. მას აწებებენ იარლიყს, კრემლის აგენტსაც კი ეძახიან, მისი ნების გამტარებელს, პრორუსს და ა.შ.

ეს არის პერიოდი, როდესაც ერთი იდეოლოგია თავის თავს ამკვიდრებდა რაღაც მეთოდებით და ახლა თავს იცავს, რომ ეს იდეოლოგია არ იყოს განდევნილი საზოგადოების სფეროდან. ვგულისხმობ ლიბერალიზმის თანამედროვე ჯგუფებს, რომლებიც სინამდვილეში ფსევდო ლიბერალები არიან და არანაირი კავშირი არ აქვთ ლიბერალიზმის მთავარ იდეასთან. ყველა ხედავს, რომ ეს არის უბრალოდ პროპაგანდით მცდელობა, რომ ზუსტად ასეთი იარლიყების მიწებებით გააჩუმონ ადამიანი, მეორე - არ მისცენ მას სივრცე და დახურონ დისკუსიის ყველა სივრცე, მესამე - ფიზიკურად მოსპონ, როგორც ეს ჩარლი კირკის შემთხვევაში იყო.

ამას ჩვენ ვხედავთ, როდესაც აკონტროლებენ ლექსიკას, ამის ერთ-ერთი ნაწილია ლგბტ ლექსიკონი, რომელიც დაამკვიდრეს სხვადასხვა ქვეყანაში სქესთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ ბლინკენის ბრძანება, რომელიც უკრძალავდა თანამშრომლებს, გამოეყენებინათ ისეთი მიმართვა, რომელიც ამჟღავნებდა სქესს.

არის ძალიან კარგი ტესტი იმისთვის, რომ ამოვიცნოთ ფსევდო ლიბერალი და მოძალადე იდეოლოგიის მიმდევარი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დისკუსიის დროს არგუმენტების ნაცვლად იყენებს კლიშეებს და იარლიყებს, არის ძალადობრივი იდეოლოგიის მატარებელი, რომელსაც სურს, გაგვაჩუმოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იარლიყების მიწებების მეთოდს იყენებს ევროკომისიის პრესსპიკერიც.

„ეს არის კატასტროფა, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი დაბალი ხარისხის პროპაგანდით, მაგრამ მაინც პროპაგანდით არის დაკავებული, რომლის მიზანიც არის ოპონენტების გაჩუმება მაშინ, როდესაც არ აქვს არგუმენტები. ეს მეთოდები ჩვენ სხვა დროსაც ვნახეთ. საზოგადოებას ახსოვს, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი ქალბატონი დეგნანი იყო ის, ვინც გამჭვირვალობის კანონს პირველად დაარქვა „რუსული კანონი“.

როდესაც ეს იარლიყების მეთოდი დაინგრევა, იციან, რომ გაიხსნება სივრცე დისკუსიისთვის და ზუსტად ამის ეშინიათ. სინამდვილეში ეს არის შეშინებული იდეოლოგია, რომელიც თავს იცავს სხვებზე ძალადობით, სხვების გაჩუმებით. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წააწყდება პროპაგანდისტებს, რომლებიც დისკუსიის და არგუმენტის ნაცვლად პირდაპირ იწყებენ იარლიყების მიწებებას საკითხის, აზრის, ადამიანის მიმართ „რუსი-რუსის“ ძახილით, პირდაპირ უნდა მიახალოს სახეში, რომ ის არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, რომელსაც ეშინია საუბრის. მშიშარა ადამიანების მეთოდია იარლიყების მიწებება.

ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობისა - პრესსპიკერიდან დაწყებული და დამთავრებული ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტით, ის ვინც საქართველოს ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ კვლავ დაიწყებს ამ ეპითეტებით ჟონგლიორობას, ყველა მიიღებს ღია, საჯარო პასუხს ამასთან დაკავშირებით და მხილებას იმაში, რომ არიან ძალადობრივი იდეოლოგიის მატარებლები, რომლებსაც არ აქვთ არგუმენტი და სურთ ოპონენტების გაჩუმება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760284906

მსოფლიო

BILD: 1400 გერმანული კომპანია კვლავაც აგრძელებს საქმიანობას რუსეთში - ქვეყანაში, რომელსაც ომის წამომწყებად მიიჩნევენ

ვლადიმერ პუტინი სულ უფრო თამამად ამწვავებს დაპირისპირებას და პროვოცირებს დასავლეთთან დრონების საშუალებით. არსებობს ეჭვი: რუსეთი ჯაშუშობს და ჩვენი გახლეჩა სურს, - წერს გერმანული გამოცემა „BILD“. სტატიი...

ნივეანივეა

1760281843

მსოფლიო

The Guardian - კაცი მილიონ ფუნტად: რატომ წაიყვანა ბორის ჯონსონმა უკრაინაში თავისი დონორი, რომელმაც მას 1 მილიონი ფუნტი გადაურიცხა?

„კაცი მილიონ ფუნტად: რატომ წაიყვანა ბორის ჯონსონმა თავისი დონორი უკრაინაში?”, - ამ სათაურით გამოცემა The Guardian სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია გაჟონილი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ნათელს ჰფენს...

ბორის ჯონსონ

1760279241

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ლგბტ პროპაგანდა ბაღებში, სკოლებში, ბუნებრივია, რომ მიუღებელია ქართული და მათ შორის ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოებისთვის

ევროკავშირის ახალ სტრატეგიას ხელოვნურად შექმნილ პროპაგანდას უწოდებენ „ხალხის ძალაში“. საპარლამენტო ოპოზიცია განმარტავს, რომ საქართველოსთვის თავსებადია კარგი ევროპული ტრადიციები, თუმცა დოკუმენტი, რომელ...

გურამ მაჭარაშვილი

1760278904

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბრის საღამოს საათებიდან 13 ოქტომბრის დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, დროგამოშვებით ქარის გაძლი...

 წვიმა და ელჭექი

1760277514

საზოგადოება

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები შევიდნენ

ზავის ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათობით სატვირთო მანქანა შევიდა. ეს მას შემდეგ მოხერხდა, რაც ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთა...

ჰუმანიტარული დახმარებ