პროკურატურამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს, ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს, ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 აშშ დოლარი აიღო.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ქრთამის სახით აღებული თანხა ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
1760344650
ახალი ამბებიჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ84 (ხახმატი-ლებაი...
1760342899
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის ინტერესში არ არის „მეგობარი აქტი“ იყოს საქართველოსთან ურთიერთობების საფუძველი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თუ დავაკვირდებით„მეგობარ აქტთან“ და...
1760341109
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანი ნადარეიშვილი თამამად რომ გვიცხადებს, თუ როგორ ამაყობს, ბაჩო ახალაიას მეუღლე რომ არის და თეა ადეიშვილი, „ტვ პირველის“ პარტიული რუპორი, აპროტესტებს ბაჩო ახალაიას ბუად წარმოჩენას - აი, ეს არის ჩვენი საზოგადოების მახინჯი მოვლენა
„ანი ნადარეიშვილი თამამად რომ გვიცხადებს, თუ როგორ ამაყობს, ბაჩო ახალაიას მეუღლე რომ არის და თეა ადეიშვილი, „ტვ პირველის“ პარტიული რუპორი, აპროტესტებს ბაჩო ახალაიას ბუად წარმოჩენას — აი, ეს არის ჩვენი...
1760338956
ახალი ამბებიპოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამო...
1760338558
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანამ ბრიუსელი არ დაგმობს მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და აცხადებს, რომ სანამ ბრიუსელი არ დაგმობს მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის...