მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
2026 წლის 11 ივნისს, ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნებას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით თანამშრომლობას, „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.
ასევე, განხილულ იქნა სექტორული თანამშრომლობის განვითარება. მინისტრმა ყირგიზ კოლეგას გაეროს უშიშროების საბჭოში 2027-2028 წლების არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა. მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის შეთანხმებებს სხვადასხვა სფეროში.
1781197471
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან
„ჰიტლერის კვალს დღეს ვინც მიჰყვებიან, არ უნდა დაივიწყონ, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ისტორიაში სხვა ტირანების მსგავსნი იქნებიან“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ისინ...
1781195575
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად....
1781194687
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ყირგი...
1781194107
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვი...
1781190792
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: თავიანთ ამომრჩევლებს აგიჟებენ, ერთმანეთს ატყუებენ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალებსა“ და ყოფილ „ნაციონალებს“ შორის ახ...































