შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„უწმინდესი და უნეტარესი გულითადად მიესალმა აკადემიის წევრებს და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის. ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ეკლესიისა და მეცნიერების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ სულიერი და ინტელექტუალური ძალისხმევით.
თავის მხრივ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) აკადემიკოსების სახელით მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს აკადემიის საქმიანობით დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აღდგენის პროცესი, მისი ისტორიული მისია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დღემდე მიღწეული სამეცნიერო-კვლევითი შედეგები. აკადემიის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული ხედვა და სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას, ისე ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ხელშეწყობას.
საუბარი ასევე შეეხო ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის აუცილებლობასა და გელათის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ტრადიციების თანამედროვე აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჰუმანიტარიის მეთოდების განვითარებას, ციფრული არქივების შექმნასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას; იმსჯელეს აკადემიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.
ხაზგასმით აღნიშნეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის განსაკუთრებული მისია ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში, ეროვნული მეხსიერების დაცვასა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში. აღინიშნა, რომ აკადემია მოწოდებულია, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, განაგრძოს იმ სულიერი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტრადიციის განვითარება, რომელიც საუკუნეების წინ გელათის აკადემიამ დაამკვიდრა.
შეხვედრის დასასრულს აკადემიის წევრთა ერთსულოვანი შუამდგომლობითა და გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1781194107
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვი...
1781190792
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: თავიანთ ამომრჩევლებს აგიჟებენ, ერთმანეთს ატყუებენ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატარონ რევოლუციები და ქვეყანას თავი დაანებონ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალებსა“ და ყოფილ „ნაციონალებს“ შორის ახ...
1781188424
ახალი ამბებილევან გაჩეჩილაძე: Dan Air იქნება ევროპიდან რიგით მე-17 ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ფრენებს განახორციელებს
საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია ემატება. რუმინული Dan Air თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულებას მომავალი თვიდან შეუდგება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებ...
1781187311
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო
უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ ამ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო, - განაცხადა გადაცემაში „დღი...
1781186728
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი - სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს, ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს
„სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი...































