ოპოზიციის აქტივისტი ელენე დევიძე თელავში გამართულ პროტესტზე: წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა და გამამხნევებდა

თელავში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერეკლე მეორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ოპოზიციის აქტივისტმა, ელენე დევიძემ პროტესტი სცენასთან გამოხატა.

მანვე ამ საკითხზე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა და გაკვირვებით აღნიშნა, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც გვერდით მაინც დაუდგებოდა.

„ამ ღონისძიებაზე მოხვდი შემთხვევით, რაღაც სპონტანურად გადავწყვიტეთ ოჯახის წევრებმა იქ მისვლა და ჯერჯერობით მარტო ვიყავი, როდესაც შორიდან დავინახე, რომ ყაველაშვილი გამოდიოდა სიტყვით და მაშინვე გავემართე იმ სცენისკენ, რომ მე ვერ ავიტანდი უბრალოდ იმ ცინიზმს, რაც ხდება და რასაც იტანს კონკრეტულად თელავი და საზოგადოების ნაწილი. თელავში აღნიშნავენ ერეკლეს დაბადების დღეს, მაშინ როცა ერეკლე მოატყუეს თვითონ რუსებმა და ესენი მიყვებიან იმ რუსეთის გზას, რომელმაც ძალიან ბევრჯერ მოგვატყუა და ძალიან ბევრჯერ გადაგვაგდო და უბრალოდ სირცხვილია, ერეკლეს დაბადების დღეზე აღნიშნავდე რომ მიჰყვები იმ სიმართლეს, რომელსაც ეს ქვეყანა იმსახურებს. ესენი არ მიჰყვებიან სიმართლეს, ესენი მიყვებიან რუსეთის გზას, რაც ძალიან კარგად ვიცით და რაც ძალიან ცნობილია ჩვენთვის და საზოგადოებისთვისაც. უბრალოდ გარკვეული ნაწილი ინარჩუნებს იმ დუმილს, რაც მე დღეს ვნახე ჩემი თვალით. უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა. ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომ ელემენტარულად გავამხნევებინე მაინც“, - განაცხადა ელენე დევიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762586421

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე და ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის

„სტრატეგიული დაგეგმვა მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანმიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად და სწორედ ამიტომ ვართ სრულად ორიენტირებულნი მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებაზე“, - ამის შესახებ საქ...

ირაკლი კობახიძე /

1762582134

ახალი ამბები

8-12 ნოემბერს გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარ...

მოძრაობა

1762548825

ახალი ამბები

GWP წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

GWP-ის ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/8/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შე...

წყალი შეწყდება

1762546523

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს დახურავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დახურავს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 2026 წლის არჩევნებში. აშ...

„რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს დახურავს

1762544403

ახალი ამბები

სოზარ სუბარი 7 ნოემბრის მოვლენებზე: ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია - ეს დღე დარჩა იმ დღედ, რომელმაც ის პოლიტიკურ სამარეში გაისტუმრა

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ 18 წლის წინ, 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია. „არის თარიღები, რომლ...

სოზარ სუბარი