მამუკა მდინარაძე: 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის ბუნებრივია, ვერ იქნებოდა რეაგირება, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება
„მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს და ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც პოლიციელების ძალადობაა ასახული.
„ᲐᲛ ᲛᲐᲠᲗᲚᲐᲪ ᲡᲐᲨᲘᲜᲔᲚ ᲤᲐᲥᲢᲖᲔ ᲡᲐᲥᲛᲘᲡ ᲙᲣᲠᲡᲨᲘ ᲕᲘᲧᲐᲕᲘ ᲓᲔᲢᲐᲚᲣᲠᲐᲓ, ᲘᲛᲘᲢᲝᲛ, ᲠᲝᲛ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲡᲐᲪ ᲰᲥᲝᲜᲓᲐ ᲔᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ. ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ ᲬᲚᲘᲡ ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲨᲘ, ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲐᲓ 4 ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲛᲪᲐᲕᲛᲐ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲛ ᲛᲝᲐᲮᲔᲠᲮᲐ, ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲛᲪᲘᲠᲔ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲓᲐᲜ ᲒᲐᲡᲣᲚᲘᲧᲝ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲓᲐ 3-4 ᲓᲦᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲨᲔᲓᲔᲒᲘ ᲓᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘᲧᲝ, ᲓᲐᲙᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲧᲝᲤᲘᲚᲘᲧᲕᲜᲔᲜ ᲛᲝᲫᲐᲚᲐᲓᲔ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲔᲚᲔᲑᲘ. 19 ᲗᲣ 20 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲡ, ᲒᲔᲜᲔᲠᲐᲚᲣᲠᲛᲐ ᲘᲜᲡᲞᲔᲥᲪᲘᲐᲛ ᲓᲐ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲛᲐ ᲛᲘᲘᲦᲔᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ, ᲠᲝᲛ 4 ᲬᲚᲘᲗ ᲐᲓᲠᲔ ᲐᲓᲒᲘᲚᲘ ᲰᲥᲝᲜᲓᲐ ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲠᲘᲕ, ᲡᲐᲖᲐᲠᲔᲚ ᲤᲐᲥᲢᲡ ᲓᲐ ᲐᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲐᲠᲪᲔᲠᲗᲘ ᲨᲔᲢᲧᲝᲑᲘᲜᲔᲑᲐ, ᲐᲠᲪᲔᲠᲗᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲐᲠ ᲘᲧᲝ ᲐᲠᲡᲐᲓ. 2022 ᲬᲔᲚᲡ, ᲠᲝᲪᲐ ᲔᲡ ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲘ ᲛᲝᲮᲓᲐ, ᲨᲔᲢᲧᲝᲑᲘᲜᲔᲑᲐ ᲐᲠ ᲘᲧᲝ ᲓᲐᲤᲘᲥᲡᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲐᲠᲡᲐᲓ, ᲐᲠᲪ ᲓᲐᲖᲐᲠᲐᲚᲔᲑᲣᲚᲔᲑᲡ ᲛᲘᲣᲛᲐᲠᲗᲐᲕᲗ ᲕᲘᲜᲛᲔᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ 4 ᲬᲚᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲔᲡ ᲘᲧᲝ ᲛᲘᲩᲥᲛᲐᲚᲣᲚᲘ ᲤᲐᲥᲢᲘ. ᲐᲛᲘᲢᲝᲛ, ᲠᲔᲐᲒᲘᲠᲔᲑᲐ, ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘᲐ, ᲕᲔᲠ ᲘᲥᲜᲔᲑᲝᲓᲐ, ᲐᲠᲐᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲔᲡ ᲪᲜᲝᲑᲘᲚᲘ ᲐᲠ ᲘᲧᲝ. ᲘᲛᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ, ᲠᲝᲛ ᲒᲐᲓᲐᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲙᲐᲓᲠᲔᲑᲘ 1-2 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲗᲐᲜ ᲛᲝᲮᲕᲓᲐ, ᲘᲡᲔᲕ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲬᲠᲔᲨᲘ ᲓᲐᲐᲢᲠᲘᲐᲚᲔᲡ, ᲐᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲛᲘᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲧᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲐᲛᲐᲖᲔ ᲘᲧᲝ ᲛᲧᲘᲡᲘᲔᲠᲘ ᲠᲔᲐᲒᲘᲠᲔᲑᲐ“, - ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲐ ᲛᲐᲛᲣᲙᲐ ᲛᲓᲘᲜᲐᲠᲐᲫᲔᲛ.
ვიცე-პრემიერის თქმით, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს, ამის შესახებ სამართალდამცავმა სისტემამ გაავრცელა ინფორმაცია და ეს ცნობილი იყო „ტვ პირველისთვისაც“, რომელმაც კადრები გაავრცელა.
„კადრები აქამდეც ჰქონდათ, არ ვიცი დღეს და გუშინ რას ელოდებოდნენ, რას დაამთხვიეს და რა მიზნები აქვთ. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვნახეთ, რომ წმინდა პიარული მიზნები აქვთ და არანაირი ემპათია ვიღაცის მიმართ მათ არ ამოძრავებთ. რეალურად, გახსნილ საქმეზე, რომელიც 4 წლის მერე გაიხსნა, არავინ რომ არ იცოდა და რომ არ გახსნილიყო, ვერც ამ კადრებს ვერ ნახავდა ვერავინ. ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1784030103
ახალი ამბებიპრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...
1784028158
ახალი ამბებიპრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა
„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...






























