მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან

 „გაბედეს ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სუს-ში და იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ ზოგიერთი კი გვაგინებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო, მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება, სუს-ის ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ამ უწყების აგენტი არც ერთი აღარ ყოფილა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც საქმე ეხება სპეცსამსახურს, ბევრი რამ ხდება კულისებში, რაზეც საჯაროდ საუბარი რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს და მაინც უნდა იაგენტოს, მიუღებელია. „ვინც რევოლუცია აღკვეთა, ციხეში სხედანო ამბობთ, ბატონო იაგო და დიდი ბოდიში, მაგრამ სერიოზული მანიპულაციაა ამის თქმა და რატომ - რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში. ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა არ აღიარა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან. მაგალითად, თქვენ რომ იყოთ უმაღლესი თანამდებობის პირი, ჩაიდინოთ კორუფციული დანაშაული, მაგრამ ამავე დროს, მე არც ერთზე არ ვსაუბრობ, ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან, პირადი ურთიერთობა მქონდა ვიღაც-ვიღაცებთან და ცოტა მეუხერხულება ამ ხალხთან, პირობითად ვსაუბრობ, მაგალითად, თქვენ რომ იყოთ ის ადამიანი, კორუფციულ დანაშაულზე აგებდით პასუხს, მაგრამ რევოლუციის აღკვეთაში თუ მონაწილეობას მიიღებდით, ამაზე მიიღებდით მადლობას. მარტივი ამბავია ძალიან. არ ნიშნავს, რომ როცა დანაშაულს ჩადის ადამიანი, სხვა რაღაცას არ აკეთებს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა. სუს-ის აგენტები, კიდევ შემიძლია დავაკონკრეტო, სუს-ის ხელმძღვანელი რომ ვიყავი მე, არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. ამის იქით აღარ წავალ და ამ უწყებას როცა თავის თავზე ვიღაც ირგებდა, ან ცდილობდა ამის გაკეთებას, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, უწყისებზეც იყო იქ ლაპარაკი, ხელსაც უწერდნენ, ზოგი არ უწერდა და ისე იღებდა ამ თანხას და ბევრი ადამიანი აკეთებდა პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს. იმის რწმუნებაც კი დაიწყეს ვიღაც-ვიღაცებმა, გაბედეს მერე ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, რომ ეს ხალხი კი გვაგინებს, ამას აკეთებს, იმას აკეთებს და ქვეყნის საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ინფორმაციას მაინც ხომ გვაწვდის და მოდი, ხომ არ დავტოვოთო. მათ შორის, ანრი ოხანაშვილსაც და მეც მარწმუნებდნენ ამაში და ეს რთული პროცესი იყო. არის რაღაც თემები, რაშიც სიღრმეში ვერ შეხვალ, კულისებში ხდება ბევრი რაღაც. სპეცსამსახურის დანარჩენ ფუნქციონალზე მე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. იქ მართლაც იყვნენ ადამიანები, არა ერთი და ორი, ბევრნი. ბევრი ადამიანია დღემდე რაღაცას რომ აკეთებს ან არ აკეთებს. აგენტურა არსებობს ყველა ქვეყანაში, ამას შევეგუოთ. დღესაც შეიძლება ვიღაც ძალიან გვლანძღავდეს და იყოს სპეცსამსახურის ნდობით აღჭურვილი პირი, ამას თავი დავანებოთ, რთული თემაა. ჩემთვის მიუღებელია პირადად და ეს დავაფიქსირე ჩემს თანამშრომლებთან. მაგრამ როცა ადამიანი დანაშაულის ჩადენითაა დაკავებული და მაინც უნდა გეაგენტოს, მართლა მიუღებელია. შეიძლება, მორალური რაღაცები სპეცსამსახურში იქით უნდა გადადო და ცოტა სხვა სპეციფიკა შეიძლება იყოს, მაგრამ მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება. მერე ბევრი პრობლემებიც შეიქმნა ამის გამო პერსონალური, მაგრამ ესეც გადავლახე“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784030887

ახალი ამბები

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს“ ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა. ცხადაძემ მ...

ონისე ცხადაძე

1784030103

ახალი ამბები

პრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური

უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...

ირაკლი კობახიძე

1784028158

ახალი ამბები

პრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა

„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...

ირაკლი კობახიძე

1784027265

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია

1784025534

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება

„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...

ლევან მაჭავარიანი