მამუკა მდინარაძე: არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ
„არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი, ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ეს უნდა გავაცნობიეროთ“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ოპოზიციისთვის უცხოელი კონსულტანტის მიერ 26 მაისის აქციისთვის დაწერილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამის გაცნობიერება არის გარანტი იმის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ წაართმევს.
„ასეთი პატარ-პატარა ინფორმაციები საბოლოო ჯამში, იმ ჯაჭვს წარმოადგენენ, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა მათი მოქმედება დამოკიდებულია სამწუხაროდ, გარე დავალებაზე. გარედან თუკი რაიმე დავალება მოდის, ყველა ემსახურება სლოგანს, გათიშე და იბატონე. არც ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი. ამის გაკეთებას ისინი ეცდებიან ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით. რომელიმე უცხოელი ქვეყნის წარმომადგენელი არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ გახდეს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე ან რომელიმე თანამდებობის პირი, რომ მართოს ქვეყანა. ისინი შეეცდებიან, საკუთარი ხალხის, ჩვენს შემთხვევაში, ქართველების ხელით გათიშონ და შემდეგ იბატონონ ამ ქვეყანაზე. ეს უნდა გავაცნობიეროთ და ამის გაცნობიერება არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1779790842
ახალი ამბებილატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკე...
1779790548
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: სამინისტრო აქტიურად მუშაობს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. დავით სონღულაშვილმა საქართველოს მოქალა...
1779790023
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ბატონო პრეზიდენტო, ჩემი თურქი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ...
1779789236
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოქალაქეებს კეთილდღეობას უსურვებს. ამასთან ზორან მილანოვიჩი საქარ...
1779788237
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას - უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან იმიტომაც არიან უსამშობლოები
„გვარამია აცხადებს - მარკო რუბიომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს კი არა, ჩვენ - ნაცებს მოგვილოცაო! მანამდე გვარამიამ ისიც თქვა - აქციაზე იმდენი უნდა შევიკრიბოთ,...































