მამუკა მდინარაძე: ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს, თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი
„ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობა იმდენად დიდი მონაპოვარია, რომ მასთან შედარებით ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება.
„მინდა, მთელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს მივულოცო ეს დღე. თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი არის შედარებითი, იმდენად დიდი ღირებულებაა, იმდენად დიდი მონაპოვარია ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომ მასთან შედარებით ხდება ყველაფერი მეორეხარისხოვანი. აქედან გამომდინარეობს მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიებიც, უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიებიც, აქედან გამომდინარეობს კეთილდღეობაც და ეროვნული სიამაყეც. ეს არის ყველაზე მთავარი და ქართველი ადამიანი, ქართველი კაცი და ქალი თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო. ქართველს კარგად ჰქონდა ყოველთვის გათვითცნობიერებული, რამდენად დიდია დამოუკიდებლობის ფასი, ამიტომ არის ყველაზე ძვირფასი სიტყვაც და ყველაზე ძვირფასი ღირებულებაც, ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი. თუკი იქნება ქვეყანა დამოუკიდებელი, ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული იდენტობა იქნება ის საკითხი, რომელზეც თავისუფლად შეგვეძლება საუბარი. ამაზე დიდი დღე არ არსებობს. ეს დღე ჩვენია და ვულოცავ კიდევ ერთხელ მთელს საქართველოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1779792104
ახალი ამბებიპატრიარქი: ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს - მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას
„დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხ...
1779790842
ახალი ამბებილატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკე...
1779790548
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: სამინისტრო აქტიურად მუშაობს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. დავით სონღულაშვილმა საქართველოს მოქალა...
1779790023
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ბატონო პრეზიდენტო, ჩემი თურქი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ...
1779789236
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოქალაქეებს კეთილდღეობას უსურვებს. ამასთან ზორან მილანოვიჩი საქარ...































