ლიზა გეგეჭკორი: დროა, სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას
ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება“.
როგორც გეგეჭკორი წერს, რადიკალურმა ჯგუფებმა ორგანიზებული ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, სიძულვილის ენა და ადამიანის ღირსების შემლახველი კამპანიები ჩვეულებრივ პოლიტიკურ იარაღად აქციეს ყველას წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია.
მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა დროულია და დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ ასე უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების სიმშვიდეს, ღირსებასა და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას!
„მამუკა მდინარაძის ბრიფინგს უსმინეთ? ნამდვილად დროული და საზოგადოებისთვის უაღრესად საჭირო გადაწყვეტილებაა! ბოლო წლების განმავლობაში ყველანი ვხედავთ, თუ როგორ გადააქცია გარკვეულმა რადიკალურმა ჯგუფებმა, ე.წ ხმაურიანმა ბაბლებმა საჯარო და ციფრული სივრცე ტოქსიკურ ჭაობად. ორგანიზებული ბულინგი, ფსიქოლოგიური ტერორი, სიძულვილის ენა და ადამიანის ღირსების შემლახველი კამპანიები ჩვეულებრივ პოლიტიკურ იარაღად აქციეს ყველას წინააღმდეგ, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია.
მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება შსს-ში ახალი, სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ ზუსტად ის პასუხია, რასაც საზოგადოება დიდი ხანია ითხოვდა. დროა, ერთხელ და სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის. დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას. ეს ინიციატივა პირველ რიგში არის თითოეული რიგითი მოქალაქის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის დაცვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი.
სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჯარო კომუნიკაცია დაუბრუნდეს ცივილიზებულ, ნორმალურ ჩარჩოებს, სადაც საქმეზე და არგუმენტებზე ვკამათობთ და არა ორგანიზებული აგრესიით ვანადგურებთ ერთმანეთს. ძალიან პოზიტიური სიახლეა.
ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ ასე უნდა იცავდეს თავისი მოქალაქეების სიმშვიდეს, ღირსებასა და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას!“ - წერს გეგეჭკორი.
1779088484
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...
1779088108
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საგარეო...
1779086730
ახალი ამბებისაქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთა...
1779086001
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალ...
1779085233
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...































