თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და გადაწყვეტილებებს სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს.
დედაქალაქში განხორციელებული თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენისას, თბილისის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და შემდგომ გადაწყვეტილებებს სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.
ბუნებრივია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაციაც დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება - ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები სწორედ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1787126639
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს
„თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ...
1787125900
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელ მამიშლარია. ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა. დამატები...
1787125442
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 - საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა. საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე online.naec.ge აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული...
1787124822
ახალი ამბებისაპატრიარქო: არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, არასრულწლოვანთა...
1787124002
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა
„სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, მწვადს შეუწვავ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა. აი დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა...































