ანდრას ბაკამ ოფიციალურად დაიკავა უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა
დღეს, 19 აგვისტოს, ანდრას ბაკამ ოფიციალურად დაიკავა უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრე მადიარმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
როგორც მადიარმა აღნიშნა, ბაკა, რომელიც ეროვნულმა ასამბლეამ 11 აგვისტოს უნგრეთის ახალ პრეზიდენტად აირჩია, ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.
„ბატონ პრეზიდენტს ვუსურვებ წარმატებებს მის საქმიანობაში, ჯანმრთელობას და რაც შეიძლება მეტ ადამიანურობას“, - ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 1991 წლიდან 2008 წლამდე ბაკა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა. 2009 წელს იგი უნგრეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. მისი ხელმძღვანელობა ორ წელს გაგრძელდა, რადგან საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ გაათავისუფლეს. თავად ბაკა მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება ვიქტორ ორბანის მთავრობის სასამართლო რეფორმის კრიტიკას უკავშირდება.
A mai naptól, 2026. augusztus 19-től, Dr. Baka András Magyarország köztársasági elnöke.
Elnök úr munkájához sok sikert, jó egészséget és a lehető legtöbb emberséget kívánok!
Isten áldja Magyarországot! ❤️🤍💚 pic.twitter.com/T4WzA0lDER
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) August 19, 2026
1787125900
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელ მამიშლარია. ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა. დამატები...
1787125442
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 - საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა. საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე online.naec.ge აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული...
1787124822
ახალი ამბებისაპატრიარქო: არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, არასრულწლოვანთა...
1787124002
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა
„სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, მწვადს შეუწვავ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა. აი დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა...
1787122027
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მდიდარმა NGO-ებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, ბულინგისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ
მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველ...































