მამუკა მდინარაძე: პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა

პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პეტერ ფიშერი თავის ძველ განწყობებში, ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს.

„ბევრმა გადახედა თავის განცხადებებს ბოლო პერიოდის განმავლობაში და ცდილობენ, მსგავს ეპითეტებს აღარ იყენებენ, მაგრამ ეს ადამიანი თავის ძველ განწყობებში, თავის ძველ მესიჯბოქსში ჩარჩა და სამწუხაროდ, შეურაცხყოფას აყენებს ქართველი ხალხის არჩევანს.

ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულება და მთავარი ხაზი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, მწვანე შუქს ასეთი ტერმინებისათვის, მაშინ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, თუკი ვინმე და რამე აღვივებს ევროსკეპტიციზმს ამ ქვეყანაში, ეს არის უსამართლობა. ესენი არიან ამ უსამართლობის ავტორი ადამიანები.

დღევანდელი მენეჯმენტი სამწუხაროდ, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის განცდაზე ფიქრსაც კი, ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში. საქართველოს, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას, ევროკავშირში გაერთიანება და გაწევრება სურს საკუთარი ქვეყნის და არა იმ მენეჯმენტის მონობა, რომელიც უსამართლობას ისახავს მიზნად და შესაბამის მესიჯებსაც ამ მიზნიდან გამომდინარე ალაგებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780307534

ახალი ამბები

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრ...

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

1780306662

ახალი ამბები

სააკაშვილი მელიაზე: ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე, მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც

„არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი...

სააკაშვილი

1780306133

ახალი ამბები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ქიმბარიშვილმა განაცხადა, ს...

ამთა ქიმბარიშვილი

1780305163

ახალი ამბები

2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფო...

ამინდი

1780303925

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს

„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონ...

ლადო სადღობელაშვილი