შიო მესამე: სულიწმიდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამე თუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, მხოლოდ სულიწმიდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღესთან დაკავშირებით ფოკაში იმყოფება.

პატრიარქმა ფოკაში პარაკლისი აღავლინა და შემდეგ იქადაგა.

„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, დღეს წმინდა ეკლესია აღნიშნავს სულიწმიდის დღეს, ასევე წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს შემობრძანებას საქართველოში. სულიწმიდის დღე, რომელიც დღეს აღინიშნება, მჭიდროდ უკავშირდება გუშინდელ დღესასწაულს, სულთმოფენობას, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ. სულიწმიდა ღმერთი რწმენა უდიდეს სიხარულს ფენს ჩვენს მორწმუნეთა გულებს, რადგან სულიწმიდის რწმენასთან დაკავშირებულია ყველაზე მთავარი ქრისტიანული სასოება და მოლოდინები.

როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სულიწმიდის მოვლინების გამო დაითმინა მან საშინელი ტანჯვა და სიკვდილი. ამას ნიშნავს მისი სიტყვები, უმჯობესია თქვენთვის, მე წავიდე, რადგან მე თუ არ წავალ, ნუგეშინის მცემელი ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, მე მოგივლენთ მას. აი, სულთმოფენობის შემდეგ აღსრულდა მისი ნათქვამი და ამიერიდან საფუძველი დაედო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიას, რომელშიც მოქმედებს და სუფევს სულიწმიდა.

გილოცავთ ამ დღესასწაულს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სულიწმიდის მადლის მოხვეჭა უნდა იყოს მთავარი მიზანი ქრისტიანის ცხოვრების, რამე თუ ამაში მდგომარეობს სულის ცხონება, რომ უფალს სათნო ვეყოთ სულიწმიდის მადლის მოხვეჭით. მხოლოდ სულიწმიდის მიერ შეიძლება გაიხსნას ჩვენში სასუფეველი ღვთისა, რომელზეც ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია, უნდა ვეძიოთ პირველად სასუფეველი ღვთისა. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის სულიწმიდის რწმენას.

შემთხვევითი არ არის, რომ წელს, საიუბილეო წელს სულიწმიდის დღის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, მოციქულ სიმონ კანანელის და სხვა მოციქულების მსგავსად, რომლებმაც ჩვენს მიწა-წყალზე იქადაგეს, წმინდა ნინოც იყო განტკიცებული და აღვსილი იმავე სულიწმიდის ძალით, მადლით და ძალით მოაქცია მან ჩვენი ერი ქრისტეს სარწმუნოებაზე.

წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ ლოცვებში და საგალობლებში წმინდა ეკლესია მას უწოდებს დედისა ღვთისა საკუთარ მოწაფეს და ეს ჭეშმარიტად ასეა. ისევე როგორც ანდრია პირველწოდებული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიანდო დედა ნინოს საქართველოს მოქცევა და ქრისტეს ჭეშმარიტებაზე, ქრისტეს ნათლით განათლება. მიანდო ამ ნორჩ ქალწულს ეს უდიდესი მისია, რითაც გამოვლინდა დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული დედობრივი ზრუნვა თავის წილხვედრ ქვეყანაზე, საქართველოზე.

ათას შვიდასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ რელიგიური თარიღი და მოვლენა, არამედ ამ თარიღმა განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. წარმოშვა უამრავი დიდი ადამიანი, მოღვაწე და წმინდანი, ამ მოვლენამ აგვაშენებინა საოცარი ტაძრები, მონასტრები, შეგვაქმნევინა უნიკალური თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურა, რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი, ეროვნული, სარწმუნოებრივი იდენტობა.

ძალიან ამაღელვებელია აქ ყოფნა, ფარავნის ტბასთან, ჯავახეთის ამ მადლიან მიწაზე, საიდანაც დაიწყო ის დიდი სულიერი გზა, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა ქართველი ერი და სრულიად საქართველო გაქრისტიანებამდე. როგორც მოგეხსენებათ, უკვე მრავალი წელია, ყოველ ამ დღეს, პირველ ივნისს მორწმუნეები იწყებენ მსვლელობას წმინდა ნინოს გზაზე, რითაც გამოხატავენ მისდამი პატივისცემას, ამყარებენ ერთგვარ ისტორიულ კავშირს მის ღვაწლთან და პიროვნებასთან. მინდა, დღეს დავლოცო ყოველი მონაწილე წმინდა ნინოს გზისა, სასულიერო პირები თუ საერო პირები, ღმერთმა დაგლცოთ და გაგაძლიეროთ.

განსაკუთრებით მინდა, დავლოცო ის სამღვდელო და სამონაზვნო დასი, რომელიც მოღვაწეობს ჯავახეთის წმინდა მიწაზე და თავისი ღვაწლით მართლმადიდებლობის, ქართული ენის, ჩვენი ტრადიციებისა და ღირსების სადარაჯოზე დგანან. ვევედროთ წმინდა ნინოს, დაგვლოცოს, დაიფაროს ჩვენი სამშობლო, საქართველო. დედა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა შიო მესამემ ქადაგებისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780305163

ახალი ამბები

2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფო...

ამინდი

1780303925

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს

„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონ...

ლადო სადღობელაშვილი

1780302856

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ, დიპლომატიის ისტორიაში შევა როგორც ანტიმაგალითები, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური ქცევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ ისტორიაში როგორც ანტიმაგალით...

რატი იონათამიშვილი:

1780302438

ახალი ამბები

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პი...

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

1780301311

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები

„საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო...

ნიკოლოზ სამხარაძე