მამუკა მდინარაძე: შეგვიძლია, ყოველთვის თამამად ვთქვათ, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში
ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, - მის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასდროს.
„ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი მოცემულობის ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. თუ ქართველი საუბრობდა დღესაც საუბრობს და ყოველთვის ისაუბრებს მთავარაზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ჰქვია, ამის საფუძველი ჩვენ ჩავყარეთ მყარად. ამით შეგვიძლია, დავიკვეხნოთ, დავიტრაბახოთ და ვთქვათ, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასდროს.
ყველაფერი დანარჩენი, თუკი რაიმე კარგზე შეიძლება, იყოს საუბარი, კეთილდღეობა, მშვიდობა, წარმატება, შესაბამის სასურველ ორგანიზაციებში, ევროკავშირი იქნება თუ სხვა, გაწევრიანება, სწორი, კარგი, გამართული ღირებულებების მატარებელი მენეჯმენტის გათვალისწინებით, იქნება უზრუნველყოფილი. ეს იქნება იმის შედეგი, რომ პირველ რიგში, დამოუკიდებლობა უზრუნველვყავით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1780306133
ახალი ამბებისიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ქიმბარიშვილმა განაცხადა, ს...
1780305163
ახალი ამბები2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფო...
1780303925
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს
„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონ...
1780302856
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ, დიპლომატიის ისტორიაში შევა როგორც ანტიმაგალითები, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური ქცევა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ ისტორიაში როგორც ანტიმაგალით...
1780302438
ახალი ამბებისაქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პი...































