მამუკა მდინარაძე: საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიაში

საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ პრობლემის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს.

„უარესდება მიწოდების ხარისხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო, ხდება ავარიული შემთხვევებიც, რაც ადგილობრივ მოსახლეობის გარდა ნეგატიურად ისახება ტურიზმზეც.

კიდევ უფრო კონკრეტულად, როგორ გამოიხატება უკანონო მაინინგისა და ელექტრომოხმარების პრობლემა რიცხვებში: ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა მაშინ, როდესაც, მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატსაათს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, თითოეული აბონენტი ქვეყანაში, ყოველი გადახდის დროს, კონკრეტულად ამ პრობლემის გამო, დამატებით ლარნახევარს იხდის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.

„აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ის მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბითაც თითოეულ სოფელზე თუ დასახლებულ პუნქტზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს.

სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ პროცესს. ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780306133

ახალი ამბები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ქიმბარიშვილმა განაცხადა, ს...

ამთა ქიმბარიშვილი

1780305163

ახალი ამბები

2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფო...

ამინდი

1780303925

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას - სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს

„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს „პრადვინუტებს“ ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონ...

ლადო სადღობელაშვილი

1780302856

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ, დიპლომატიის ისტორიაში შევა როგორც ანტიმაგალითები, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური ქცევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გერმანული დიპლომატიის ქმედებები საქართველოს მიმართ ისტორიაში როგორც ანტიმაგალით...

რატი იონათამიშვილი:

1780302438

ახალი ამბები

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პი...

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა