ირაკლი კობახიძე: ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით
„ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, საიას სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბი-ბი-სი“-მ.
„ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბი-ბი-სი“-მ, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით. საერთოდ არ აინტერესებთ, არც რეპუტაცია და არც არაფერი, მზად არიან, ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ „ბი-ბი-სი“-ს ეთერით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ის, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ, ეს არის ტყუილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არც ერთი საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ცრემლმდენი საშუალების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი არის „ბი-ბი-სის“ და სხვისი ტყუილები“, - განაცხადა პრემიერმა.
1771231509
საზოგადოებასოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები გადასცა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დალი ფუტკარ...
1771229688
ახალი ამბებიპაპუაშვილი საიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ წყლის ჭავლით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „წყლის ჭავლით და შერეული ნივთიერებებით...
1771227891
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილდება და ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მეტად დაეხმარება კერძო სექტორს
„ჩვენი დიდი საზრუნავია ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების ბანკიდან დაიფარება“, - ამი...
1771226502
ახალი ამბებისუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის მმართველობის სფერო...
1771226164
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე ყოველწლიურად იზრდებოდეს ტვირთნაკადები, მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქვეყნის პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება წარმოადგენს. როგორც მარიამ ქვრივიშვი...






























