მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. გამოფენის ფარგლებში ჩვენთან ერთად ჩინეთში იმყოფება 37 ქართული კომპანია, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, დაამყარონ ახალი კავშირები ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მათ შორის ხელს შეუწყობს ადგილობრივ ქართულ კომპანიებს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ე. წ. სავაჭრო მისიაში.
„სავაჭრო მისიის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ბიზნესკავშირების გამყარებას ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისება და ყოველწლიურად ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
1793887079
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. შ...
1793884988
ახალი ამბებიზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...
1793884010
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793883422
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით
„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...
1793882316
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული
„დღეს ქალაქ შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მისი ჩატარების ისტორიაში ეს იქნება რეკორდული მასშტაბის გამოფენა“, - განაცხადა ეკო...






























