მარიამ ქვრივიშვილი: ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს
„ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს მკაფიო როლი აქვს - ჩვენი ქვეყანა ამ დერეფნის არა პასიური ბენეფიციარი, არამედ სხვებთან ერთად მისი წარმატებისა და ეფექტიანობის აქტიური არქიტექტორია. ყველა ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დერეფანი განვავითაროთ არამხოლოდ ტვირთების გასატარებლად, არამედ ნდობისა და ხანგრძლივი რეგიონული თანამშრომლობის შესაქმნელად“, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ინიციატივა რეგიონს სთავაზობს ძლიერ ჩარჩოს მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული კავშირის შესაქმნელად. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი ერთიან მიდგომას და ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ხედვასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ღირებულებაზე დაფუძნებულ პარტნიორობას.
„ნავსადგურების, გზებისა და რკინიგზის მოდერნიზაციით, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციითა და სატრანსპორტო პროცესების გაციფრულებით ვამყარებთ საქართველოს პოზიციას, რომ ქვეყანამ სრულყოფილად უზრუნველყოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1764244014
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის
საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია. როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ევროკავშირთან და ყველა შესაბამის პარტნიორთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების...
1764243247
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ძალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით
ალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მ...
1764240640
ახალი ამბებინინო წილოსანი: შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან„იგლ ჰილსის“ პროექტს
შეიძლება, ითქვას, რომ თაზო დათუნაშვილი არის სასარგებლო იდიოტი „ლელოს“ პირობებში, განსხვავებით მისი ლიდერებისგან, ვინც გააზრებულად ებრძვიან „იგლ ჰილსის“ პროექტს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტ...
1764239562
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირი საქართველოს შემოუერთდა ამ პათოსში
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე საუ...
1764239464
საზოგადოებანინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: გამჭვირვალობა მთავარი მოტივაციაა, რითაც ევროკავშირის კანონმდებლები იღებენ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, გვახსენდება იგივე პოლიტიკოსები, როგორ გვაკრიტიკებდნენ გამჭვირვალობისთვის
[ევროკავშირის გამჭვირვალობის კანონზე] გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ბოლომდე უნდა დავიცვათ ის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე...


























