მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.

„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ.

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783317922

ახალი ამბები

გივი მიქანაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმა...

გივი მიქანაძე

1783317199

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ იყოფენ შიდა პარტიულ ადგილებს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიულ ადგილებს ვერ იყოფენ. „რადიკალებმა ამოწ...

გიორგი სოსიაშვილ

1783316033

ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს მუშაობას კომიტეტებში გააგრძელებს

ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესია გრძელდება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობა დღეს კომიტეტებში წარიმართება. „დღეს ძირითადად მუშაობა წარიმართება კომიტეტებში. მე ვესწრები...

ნიკოლოზ სამხარაძე

1783315029

ახალი ამბები

თორნიკე შენგელია: მადლობა უფალს, რომ მოვიგეთ თამაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ

ეს არის ჩვენი ხასიათი, ჩვენში დევს, ეს ჩვენი დნმ-ია. მიუხედავად იმისა, რომ 22 ქულას ვაგებდით, არასდროს დაგვიკარგავს რწმენა ჩვენს თავში, ბოლომდე ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო და ბოლოს ასე დაგვირგვინდ...

თორნიკე შენგელია

1783314403

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში☔

6 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +30 და ღამით +19გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელ...

ამინდი  - ამინდი