რატი იონათამიშვილი: ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნის თვალსაზრისით

„ანაკლიის პორტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პოტენციალის გამოყენება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება, რაც სოციალურ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783325123

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ფაშინიანის რუსეთში ვიზიტზე: გუშინ ირანში თუ ხვალ რუსეთში - ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება. ანანიძე წერს, რომ მიუხედავად იმისა, გუშინ ირანში იყო, თუ ხვალ რუსეთში ი...

ცოტნე ანანიძე

1783323382

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღ...

მარიამ ქვრივიშვილი

1783322752

საზოგადოება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. დროებითი შეზღუდვა შ...

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი

1783320474

საზოგადოება

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელ...

დაკავებულია ორი პირი

1783320359

საზოგადოება

ერთიანი ეროვნულ გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება

ერთიანი ეროვნულ გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწ...

სკოლა