მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისა და ევროკავშირისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ენერგეტიკულ პანელზე დისკუსიის მიმდინარეობისას ენერგეტიკული დაკავშირებადობის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლზე ისაუბრა.
მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გამართული პანელის Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ეს არის საქართველოს მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. 1300 მგვტ-ის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ბაზართან. ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ერთმანეთის გასაძლიერებლად, დასაკავშირებლად და სავაჭრო ურთიერთობებში მხარდასაჭერად. ენერგეტიკული სექტორი ძალიან კარგი ინსტრუმენტია ძალების გასაერთიანებლად, უფრო ფართო დარგებისა და ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, კაბელის მშენებლობა უნდა დაიწყოს მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, პროექტის გაშვება კი დაგეგმილია 2031-2032 წლებისთვის. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შესანიშნავად ერწყმის „მწვანე ენერგიის დერეფანს“, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტია და რეგიონის ფარგლებს სცდება.
1778765267
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთთან კონფლიქტში არ შევა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან დაპირისპირება არც ერევნის მიზანი და არც მისი მასშტაბია. „ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ა...
1778764033
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1778763875
მსოფლიოტრამპმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სადღეგრძელო შესვა - მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის პატივსაცემად პეკინში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების სადღეგრძელო შესვა. „მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და...
1778762603
საზოგადოებაილია ინჯია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი
მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით სამწუხარო და მიუღებელია, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვ...
1778761768
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: იტალიური მხარის მიერ შეიძლება დაყენებული იყოს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით, იყოს უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თორნიკე ჭეიშვილის განც...





























