განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
„2026 წლის 14 მაისს ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1778766812
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას
„ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილები...
1778765267
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთთან კონფლიქტში არ შევა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან დაპირისპირება არც ერევნის მიზანი და არც მისი მასშტაბია. „ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში ა...
1778764033
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1778763875
მსოფლიოტრამპმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სადღეგრძელო შესვა - მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის პატივსაცემად პეკინში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების სადღეგრძელო შესვა. „მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და...
1778762603
საზოგადოებაილია ინჯია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი
მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით სამწუხარო და მიუღებელია, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვ...






























