მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია

„სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო - მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნული პრეზენტაცია მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია.

მინისტრის განცხადებით, შესაბამისი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში უკვე არის ასეულობით დაფინანსებული სტარტაპი, საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში ჩართული ქართული კომპანიები, მზარდი ტექნოლოგიური საზოგადოება და ახალი თაობა, რომელიც საკუთარ მომავალს სწორედ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ხედავს.

„ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, fintech ინოვაციების მხარდაჭერა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ხედვა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოში ისეთი კომპანიების საქმიანობას, როგორიც Tether-ია, რომელიც აქტიურად აბანდებს კაპიტალს ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში - კერძოდ, ადგილობრივ სტარტაპებსა და სასწავლო პლატფორმებში. კომპანია თბილისს თავის მთავარ რეგიონულ საოპერაციო ბაზად იყენებს და საინვესტიციო რესურსს სტარტაპების დასაფინანსებლად მიმართავს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, კომპანიის ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ტექნოლოგიური სამყაროსთვის.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს: სტაბილური ეკონომიკური გარემო, მზარდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, ინოვაციებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა და ამბიცია, გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გლობალური კომპანიების საქართველოში ყოფნა ნიშნავს გამოცდილების გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას, ადგილობრივი ტალანტების საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ინოვაციურ ეკონომიკაში.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს პარლამენტის წევრი ვაკო თურნავა. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო. საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს სპეციალური ვიზიტით ეწვია Tether-ის დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779695051

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხეში გაიმართა და მას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ. გიორგი...

ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

1779694562

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოში კომპანია „ტეზერის“ შემოსვლა აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო საიმედო პარტნიორია საერთაშორისო კომპანიებისთვის

საქართველოში კომპანია „ტეზერის“ შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის - ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო...

ირაკლი კობახიძე

1779693631

ახალი ამბები

27 მაისს აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაც...

27 მაისს აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

1779691898

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთ...

დაკავება პოლიცია

1779691264

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

ნარკოტიკი