ირაკლი კობახიძე: გიორგი კანდელაკი არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ჩვეულებრივი ღალატია საუბარი, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის

გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ძალები ე.წ. „დიფ სთეითი“, რომელსაც არ უნდა საქართველოში სწორი მიმართულებით მოვლენების განვითარება

„როდესაც საუბარია სანქციების გვერდის ავლაზე, ყველას მინდა, შევახსენო, რომ იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი - ჩვენგან ექსპორტი არის 0,5 პროცენტი საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. ასეთ დროს, როდესაც ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, არის ჩვეულებრივი ღალატი. ამას ღალატზე მეტს ვერაფერს დაარქმევ.

ყველა გზავნილი, რომელიც გაჟღერებული იყო ამ ანგარიშში არის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. ინტერესი არის დავალების შესრულება. დაკვეთის შესრულება. არიან ძალები ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც არ უნდა საქართველოში სწორი მიმართულებით მოვლენების განვითარება. უნდათ, რომ ამ სიყალბით შექმნან განსხვავებული ტენდენციები. ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის მივცემთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779693631

ახალი ამბები

27 მაისს აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაც...

27 მაისს აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

1779691898

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთ...

დაკავება პოლიცია

1779691264

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

ნარკოტიკი

1779690779

ახალი ამბები

გურიის რეგიონში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, სოფელ სურებში, ცხრა კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები პროექტის „ECO Georgia“ ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტ...

 სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა

1779688132

ახალი ამბები

ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები

ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული. ანგარიშის თანახმად, გლობალური ტე...

ევროკომისია