მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.
არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს.
კვლევების შედეგად, გამოვლენილია, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის მასშტაბური არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი, რომელიც, წინასწარი მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფალის, ან დიდგვაროვნის სასახლეს უნდა წარმოადგენდეს.
ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტი 2020 წელს დაფიქსირდა, ხოლო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის შესწავლა 2023-2025 წლებში განხორციელდა.
2026 წელს ჩასატარებელი სამუშაოები ითვალისწინებს კომპლექსის დასავლეთითა და ჩრდილოეთით ახალი მონაკვეთების არქეოლოგიურ შესწავლას. კვლევის ფარგლებში გაიწმინდება გამოვლენილი კედლები, კრამიტის ფენები და დარბაზების იატაკები. ასევე, განხორციელდება გათხრილი ფართობის რეკულტივაცია და საკონსერვაციო ფენით დაფარვა, რაც ნაგებობების ნაშთების შემდგომი დაზიანების პრევენციისთვის არის საჭირო.
მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელთან და არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მეორე ქესალოს არქეოლოგიური კომპლექსის შესწავლა უმნიშვნელოვანესია ქვემო ქართლის ისტორიული წარსულისა და ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევის თვალსაზრისითაც.
კომპლექსის ნაწილი ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზიანებულია, რის გამოც აუცილებელია მისი შენარჩუნება და შემდგომი კვლევების გაგრძელება.
1794722843
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...































