მძღოლს, რომელიც ნაძალადევის რაიონში ტროტუარზე მიმავალ ქალს დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 ივნისს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა, სწრაფად დაძრა ავტომანქანა, რის შედეგადაც ტროტუარზე მისი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეითს და ტროტუარზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1783086356
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ, ისევე როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ისევე როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ხალხი, ვინც ზანგეზურის შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ახლა ირანში ჩადიან
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს....
1783084767
საზოგადოებაფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საბაჟო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფ...
1783084382
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1783082993
ახალი ამბებიTbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თ...
1783081454
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: სინამდვილეში „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი, ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში
სინამდვილეში „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიან...




























