POLITICO: ბელგიის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლშია - სიცხის ტალღამ 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბელგიის მთავრობა მზარდი კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებებმა გასული კვირის რეკორდული სიცხეები 1200-ზე მეტ დამატებით გარდაცვალებას დაუკავშირეს - ამ ფაქტმა ოპოზიციური პარტიები აიძულა, მთავრობის წევრები ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების დაცვის უუნარობაში დაედანაშაულებინათ, - წერს გამოცემა POLITICO.

ხუთშაბათს საღამოს კრიტიკის ტალღა „სოციალისტური“ პარტიის ლიდერმა, პოლ მანიემ წამოიწყო, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 18 ივნისიდან 29 ივნისამდე პერიოდში გარდაცვალების შემთხვევები 1222-ით გაიზარდა.

„1222 გარდაცვალება სიცხის ბოლო ტალღის დროს, სიკვდილიანობის 39%-იანი მატება და... ფედერალური მთავრობის მიერ გადადგმული 0 ნაბიჯი!“ - დაწერა მანიემ პლატფორმა X-ზე.

„კლიმატურმა და ჯანდაცვის კრიზისმა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მინისტრების ლეთარგია ვერაფრით დაარღვია“, - განაცხადა მანიემ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა. მათ შორის 530-ზე მეტი გარდაცვლილი 85 წელს გადაცილებული პირია, ხოლო 180-მდე - 65 წლამდე ასაკის. „სიცხის ტალღის დროს გარდაცვალების ასეთი მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა“, - დასძინა სამინისტრომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783086356

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ, ისევე როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ისევე როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ხალხი, ვინც ზანგეზურის შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ახლა ირანში ჩადიან

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს....

თენგიზ შარმანაშვილი

1783084767

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საბაჟო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფ...

ფინანსთა სამინისტრო

1783084382

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

იტალია

1783082993

ახალი ამბები

Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თ...

მოძრაობა

1783081454

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი, ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში

სინამდვილეში „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიან...

რატი იონათამიშვილი