ნიკოლოზ მეტრეველი: კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა, თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება

„ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში და აპელირებს იმაზე, რომ არაფერს ამბობენ, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის.

მეტრეველის შეფასებით, ასეთ დროს ყველაფერი მშვიდდება და არც აღშფოთება, არც ხმამაღალი შეფასებები ისმის.

„ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა. მათი კონტროლირებადი მედიური ბადე ივსება პოსტებით, მორალური ლექციებიც და მუდმივი უაზრო გოდებით. თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება. არც აღშფოთება, არც ხმამაღალი შეფასებები. თითქოს არაფერი მომხდარა. როგორც ჩანს, ზოგიერთ უსამშობლო ტელევიზიებში პრინციპების ჩამრთველიც აქვთ სახელწოდებით: “ჩვენიანია“ და “სხვაა“. თუ ჩვენიანია, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ, თუ სხვაა, მაშინ მათი უსინდისო მორალი და სტანდარტები სრულ დატვირთვაზე ირთვება“, - წერს მეტრეველი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783086356

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ირანელ ხალხთან ჩავდივართ, ისევე როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ისევე როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩადის ირანელ ხალხთან. ხალხი, ვინც ზანგეზურის შეთანხმებას ტრამპთან ერთად ხელი მოაწერა, ახლა ირანში ჩადიან

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს....

თენგიზ შარმანაშვილი

1783084767

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საბაჟო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის შესახებ

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შორის გაფ...

ფინანსთა სამინისტრო

1783084382

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6424 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

იტალია

1783082993

ახალი ამბები

Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თ...

მოძრაობა

1783081454

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი, ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში

სინამდვილეში „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიან...

რატი იონათამიშვილი