Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ე.წ. ლისის წრის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძისა და ტოგო გუდავას ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ წრიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეჭაყმაძის ქუჩიდან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩის გავლით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით. ჟღენტისა და დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები არსებული მარშრუტით შეძლებენ ყველა შესაძლო მიმართულებით მოძრაობას.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N102 და N363 ავთო ვარაზის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას, ვარაზის ქუჩას დაუკავშირდებიან თხინვალას ქუჩის საშუალებით, ნაცვლად კეჭაყმაძისა და ლეო კვაჭაძის ქუჩებისა. ამის შემდეგ აღნიშნული ავტობუსები დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.
N329 ავტობუსი კვაჭაძის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით იმოძრავებს დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას თხინვალას ქუჩით დაუკავშირდება ავთო ვარაზის ქუჩას. შემდგომ გააგრძელებს მოძრაობას დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებზე, რის შემდეგაც ბერიტაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით.
6 ივლისის 01:00 საათიდან 10:00-მდე გზის აღნიშნული მონაკვეთი დაუბრუნდება არსებულ მდგომარეობას და ავტომობილები ორივე მიმართულებით შეძლებენ გადაადგილებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1783079550
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით: ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამა და ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა. „უზბეკეთის პრეზიდენ...
1783078993
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ბოკუჩავას განცხადებაზე: ორი წლის თავზე გვაგებინებენ, რომ იტყუებოდნენ, ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი
„ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა, რითაც დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუ...
1783077434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხ...
1783076899
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. ხაზი გაესვა უზბეკ...
1783076843
ახალი ამბებიაბაშაში ბრალდებული „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა“ - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთ...





























